საზოგადოება

,,თქვენი ქალიშვილების წინააღმდეგ ძალადობას ახალისებთ… _ იმავე მუხლით ბრალწაყენებულ რამდენ ადამიანს შეეფარდა გირაო?””

,,1. დედაოები და მამაოები – არასწორია და რწმენაში მწირად ყოფნის, უვიცობის დასტურია. სწორია დედები და მამები…
2. კითხვა პროკურატურას: იმავე მუხლით ბრალწაყენებულ რამდენ ადამიანს შეეფარდა გირაო?
3. აქამდე სიტყვა არ გამიღია, ამ გადაწყვეტილებით (გირაო) მაქვს განცდა, რომ რაღაცას ფარცხავთ და ეს არასწორია – თუნდაც კაცობაში და ჩოხის პონტშიც. თქვენი ქალიშვილების წინააღმდეგ ძალადობას ახალისებთ, სხვა რომ არაფერი.
4. კითხვა მორალისტებს: რამდენი, იმავე მუხლით ბრალწაყენებულისა და მსჯავრდებულის მიმართ გაქვათ სენტიმენტები?
5. პოლიტიკა ყველაფერს ვერ აიტანს. ვერც ჩოხა და ვერც “დედაოები და მამაოები”, “სისპეტაკის” გარანტორები ვერ იქნებიან.
6. სამჯერ ვარ ნაინფარქტარი და საავადმყოფოში, არც ერთ ჯერზე, 4-5 დღეზე მეტი არ დავრჩენილვარ. ამ ბატონს ან არაკვალიფიციურად მკურნალობენ, ან თაღლითი ექიმები ჰყავს. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა – “დედაოებისა და მამაოების” შეწუხებით გულდამძიმებულ ბრალდებულზე და მის გულათებულ მცველებზე. პროკურატურის სტატისტიკას ცალკე ველოდები” _ წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

Related Articles

Back to top button
Close