ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი: ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე“, – ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციაზე – “მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა” გააკეთა.

„ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია მედიკამენტების საკითხი. სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მათი ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, არსებობდეს, კონკრეტული სტრატეგია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე.

ხარისხის კომპონენტში აქცენტს გავაკეთებთ წამლის რეგისტრაციასა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი, მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება უსაფრთხოების გარანტი“, – განაცხადა მინისტრმა.

რეფორმების პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

წყარო: /bm.ge

Related Articles

Back to top button
Close