ჯანდაცვა

უფასო მედიკამენტებისთვის გამოყოფილი თანხა 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონ ლარამდე შემცირდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2020 წელს, სავარუდო ცვლილებებს უნდა ველოდოთ. 2017-2018  წლებში ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულ ხალხთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, თუმცა  სამინისტროს მიერ წამოწყებული ჯანდაცვის პროგრამები არც ისე გამართული და წარმატებული აღმოჩნდა ქვეყნისთვის.

უფასო წამლისა და C-ჰეპატიტის პროგრამებში 2020 წელს ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, უფასო მედიკამენტებისთვის გამოყოფილი თანხა 2020 წელს, 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონ ლარამდე დაიწევს, ამის მიზეზი კი, მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა და ამ მედიკამენტთა დიდი  მარაგია.

როგორც ცნობილია, უფასო მედიკამენტების პროგრამა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი წამოწყებაა, სამინისტროს თქმით, ამ პროგრამის კიდევ ერთი პრობლება ბიუჯეტის ათვისებაა, რაც პროგრამის წამოწყებისას მოსახლეობის ნაკლებმა ინფორმირებულობამ გამოიწვია.

ცვლილებებია C-ჰეპატიტის პროგრამაში, არსებული ბიუჯეტი 11 მილიონი ლარიდან 7 მილიონ ლარამდე დაიწევს.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თქმით,  ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით შემცირების ხარჯზე აღნიშნული სისტემა დაიხვეწება და გაიზრდება ხალხთა ინფორმირებულობაც.

2020 წელს ცვლილებებს უნდა ველოდოთ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაშიც, მომავალი წლიდან დარეგულირდება და შეიცვლება პროგრამაში მონაწილე კომპანიების დაფინანსების სქემა და დაიწევს მედიკამენტთა ფასებიც.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით 11 სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მხარჯავ უწყებად ითვალება, 73 პიარისა და 3,978 მილიარდი ლარის მუხედავად ხარვეზებია  სისტემაში. ახალი მინისტრი ჯერ მედიაში არ ჩანს, მოსახლეობისთვის კი კვლავ უცნობია რას აკეთებს სამინისტრო ახლა.

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close