საზოგადოება

,,მეუფე იაკობის გიკვირთ?”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი:

_ ყველა გამოკითხვით ქართველთა დაახლოებით ოთხმოცდაათი პროცენტი აცხადებს, რომ იგი მორწმუნეა და მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ამ ოთხმოცდაათი პროცენტის ოთხმოცდაათი პროცენტი ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ რაც მეტი ეკლესიური ადამიანი და მორწმუნეა ერში, მით უფრო მყარია ამ ერის ზნეობა და მორალი.

იმავდროულად, ამგვარად მოფიქრალთა ოთხმოცდაათი პროცენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო მორალური და ზნეობრივი იყო ორმოცი წლის წინ, როდესაც ქართველთა ოთხმოცდაათი პროცენტი იყო ათეისტი.

და ყველა ამ ოთხმოცდაათი პროცენტის ასი პროცენტი ვერ აცნობიერებს, რომ მეორე და მესამე აბზაცში გადმოცემული აზრები ურთიერთგამომრიცხავია.

თქვენ კიდევ მეუფე იაკობისა გიკვირთ.

Related Articles

Back to top button
Close