პოლიტიკა

,,ორი მოსმენით მიღებულია კანონი ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე”

შალვა ნათელაშვილის წერილი ევროპის პარლამენტის ყველა წევრს

ევროპის პარლამენტის ყველა წევრს
ასლი: ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა, მთავრობათა და საგარეო უწყებათა მეთაურებს, ევროკავშირის ყველა ხელმძღვანელს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ნატოს ყველა ხელმძღვანელს, ევროპის მასმედიას
ღ ი ა წ ე რ ი ლ ი
მაქვს პატივი დავადასტურო უდიდესი პატივისცემა, მეგობარი მოკავშირე ევროპელი ხალხისა და პირადად თქვენდამი. ევრო—პოლიტიკოსთა საქართველოს მწვავე სახელმწიფო კრიზისში ჩარევა დასრულდა იმით, რომ პრეზიდენტ პუტინის სატელიტმა, საქართველოს დე–ფაქტო ავტორიტარულმა მმართველმა, რუსმა ოლიგარქ–მილიარდერმა ივანიშვილმა თავი დააღწია ახალი დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნების საფრთხეს, განიმტკიცა ძალაუფლება, აიძულა ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში და დაუყოვნებლივ გადმოვიდა შეტევაზე, ხოლო ახალი რეპრესიები თავს დაგვატყდა ჩვენ, ლეიბორისტებს, რომლებიც ვართ ოპოზიციის მიერ გაყალბებით არჩეული პარლამენტის მშვიდობიანი ბოიკოტირების ორგანიზატორები. უკვე ორი მოსმენით მიღებულია კანონი ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე რომლითაც ჩვენ გვერთმევა
1. პარლამენტის მშვიდობიანი ბოიკოტირების უფლება, 2. გვერთმევა ისედაც უმცირესი სახელმწიფო დაფინანსება (4 ათასი ევრო) 3. გვიუქმდება საარჩევნო კომისიებში წევრ–წარმომადგენელთა დანიშვნის უფლება და 4. გვიუქმდება უფასო სატელევიზიო რეკლამა. ეს ყველაფერი პარტიის დასაშლელადაა განსაზღვრული. და ამ დროს მთელი ევროპა სდუმს. ისევე როგორც სდუმდით როდესაც 1. 1999 წელს გამარჯვებული პარტია პირდაპირ არ შეგვიშვეს პარლამენტში ( მაშინ შევარდნაძით იყავით მოხიბლულნი) და მხოლოს 2000 წლის 7 თებერვალს დაადასტურა ეუთომ რომ 7 პროცენტიანი თურმე გადალახული გვქონია, თუმცა ამით აღარაფერი გვეშველა.
2. ასევე, ვარდების რევოლუციით მოხიბლული ევროპა სდუმდა, როდესაც ჩვენ 2003 წლის 25 ნოემბერს 20 დეპუტატიანი ფრაქცია საერთოდ დაგვითხოვეს პარლამენტიდან. 3. თქვენი სოლიდარობა არ გვახსოვს, როდესაც 2008 წლის 7 ივლისს ადამიანის უფლებათა სასამართლომ სტრასბურგში პირველად საერთაშორისო მართლმსაჯულების ისტორიაში გვცნო სააჩევნო გაყალბებათა მსხვერპლ პარტიად. 4. ნოლი იყო თქვენი სოლიდარობა, როდესაც გვიწერდნენ, გვარბევდნენ, ტერაქტებს გვიწყობდნენ, უფრო მეტიც იქამდე მივიდნენ ჩვენი ნათესავი ევროსოციალისტები, რომ ჩვენს მაგივრად თავის რიგებში მიიღეს რუსი მილარდერის ივანიშვილის მმართველი მილიონრებით გატენილი პარტია. აი, მშრომელთა ინტერესების ნამდვილი დაცვა. აღნიშნულის შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევრო–პოლიტიკურ–ელიტას, ანუ თქვენ საქართველო და აქ დემოკრატია კი არა, აქაურ ელიტებთან ურთიერთობა გაღელვებთ. ასე, ამ გზით ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ერთიანი ევროპის ორგანული ნაწილი და ხალხიც ვერ იგრძნობს თავს ევროპელად. ამ დროს, ქართველმა ხალხმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო ევროპისათვის— მეორე მსოფლიო ომში ევროპის ნაციზმისგან გასათავისუფლებლად დაიღუპა მოსახლეობის 25 %-ი. შემდგომ ტრაგედიები რაც თავს დაგვატყდა რუსეთისაგან, 20 პროცენტი ტერიტორიათა ოკუპაცია, ქვეყნის დაშლა, სამოქალაქო ომი, სახელმწიფო გადატრიალება, ასი-ათასობით დახოცილი ადამიანი, ნახევარი მილიონი დევნილი, ეკონომიკური სანქციები, ბლოკადა მოსკოვისაგან, ქვეყნის მასობრივი დაცლა ხალხისგან ეს ყველაფერი მოჰყვა ჩვენს პროდასავლურ, პრონატოურ, პროევროპულ ორიენტაციას. შედეგად არც ნატოში მიგვიღეს, არც ევროკავშირში, არც ინვესტიციები შემოვიდა, არც ეკონომიკა გაგვეხსნა . რა უნდა ვიფიქროთ ახლა გარდა იმისა, რომ გარკვეულმა წრეებმა თუ ქვეყნებმა ევროპაში გამოგვიყენეს პუტინთან სავაჭროდ, ალტერნატიული ენერგომატარებლების გასატარებლად, ჩრდილოეთის ნაკადის შესაქმნელად, იაფი გაზის თუ რუსეთში ნოყიერი ბიზნეს პრეფერენციებისათვის და კიდევ უარესი, ხელისუფლებაში მესამე ვადით დაგვიტოვეს პირწავარდნილი რუსი ოლიგარქი, პუტინის გარემოცვიდან. ყირიმამდე და უკრაინამდე ჯერ საქართელოს ოკუპაცია მოახდინა მოსკოვმა, ბორდერიზაცია დღემდე გრძელდება, ხოლო ევროპას ერთი სანქციაც კი არ გამოუყენებია ჩვენს გამო მოსკოვის წინააღმდეგ ამისათვის. ან თუნდაც თუ ევროპაში ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს დე–ფაქტო ტოტალიტარი, რუსი მმართველი, პუტინოიდი ივანიშვილი განსხვავდება თქვენს მიერ სანქცირებული ლუკაშენკოს ან კრემლის ოლიგარქ დერიპასკას თუ აბრამოვიჩისაგან მაშინ ნამდვილად ღრმად სცდებით. მე, უმორჩილესად გთხოვთ
3. სასწრაფოდ მიიღოთ ევროპარლამენტის სპეციალური რეზოლუცია საქართელოს ლეიბორისტული პარტიის მხარდასაჭერად, რათა რუსმა ოლიგარქმა ამ დღეებში ვერ შესძლოს ჩვენი აკრძალვის თაობაზე, ინიცირებული კანონის მიღება.
4. აამოქმედეთ სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა იძულებული გახდეს დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. სხვანაირად თქვენ და ჩვენ პუტინის მეტასტაზას კავკასიაში ვერ მოვიცილებთ. ვწუხვარ, რომ ასეთი წერილის დაწერა დამჭირდა, მაგრამ მოგეხსენებათ მეგობრებს მხოლოდ სიმართლეს ეუბნებიან.
მინდა გისურვოთ უდიდესი წარმატებები ერთიანი უძლიერესი ევროპის მშენებლობაში, რაც მთელ კაცობრიობას გაუნათებს გზას ნათელი მომავლისაკენ, და არ იქნება მარტო პრორუსული ელიტების თავშესაფარი.
უდიდესი პატივისცემით,
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close