საინტერესო

,,შური აღტაცების ყირამალაა. რამე რომ შეშურდეთ, ჯერ უნდა აღიარონ თქვენი უპირატესობა” _ ფსიქოლოგი

შურიანი ხალხი არ გიყვართ ხო? არადა რა ტყუილად. შური აღტაცების ყირამალაა. რამე რომ შეშურდეთ, ჯერ უნდა აღიარონ თქვენი უპირატესობა. შურის გენეზისი აღტაცებაა.
მაშასადამე, შური თქვენს მიმართ კომპლიმენტია, რომელიც მოშურნეს არარეალიზებულ ოცნებას იტევს და თქვენში რეალიზებულს აღიქვამს.
ვისაც შურს, მისი საქმე როგორაა? – არასწორად.
მოშურნეები საკუთარ მშვენიერ ენერგიას ამუხრუჭებენ თავიანთ თავში, გარდაქმნიან უსარგებლო, ტვინის და გულის მღრღნელ ჭიებად, სხვაზე ფიქსირდებიან, იმის მაგივრად, თავიანთი ოცნებისკენ ისწრაფვონ.
ნეტარ არიან მოშურნენი, რომელთაც შეუძლიათ ნეგატიური გრძნობა პოზიტიურ იმპულსად გარდაქმნან, მოტივაციის ენერგიად გამოიყენონ და თავად მიაღწიონ იმას, რაც კარგად თუ დაფიქრდებიან, სულაც არაა მიუღწეველი.

ნათია ფანჯიკიძე

Related Articles

Back to top button
Close