საზოგადოება

როგორ გამოიყურებოდა შირაქის ველის ქალაქ-სახელმწიფო

15 ჰექტარზე გაშენებული, განვითარებული ,,დიდნაური" მიწისძვრას გაუნადგურებია

დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო – ძვ.წ. მე-13 საუკუნის აღმოჩენა საქართველოში
რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი? რა ტრა­დი­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ, რაც შე­მორ­ჩე­ნი­ლი აღარ არის? სა­ერ­თო­დაც, ვინ იყ­ვნენ ისი­ნი? – ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი შე­საძ­ლოა, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში იმა­ლე­ბო­დეს, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რებ­მა კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 9 კი­ლო­მეტრში, ში­რა­ქის ველ­ზე მი­აკ­ვლი­ეს.ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში, თურ­მე ში­რა­ქის ველ­ზე ცხოვ­რე­ბა “დუღ­და”. 15 ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქა­ლა­ქი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, სა­ხელ­მწი­ფოს მსგავ­სი მო­წყო­ბის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. უძ­ვე­ლე­სი სა­მარ­ხე­ბი­დან დიდ­ნა­უ­რი ყვე­ლა­ზე უფრო მას­შტბუ­რია, რაც აქამ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლა მთელ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში.
კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს არ­ქე­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ნა­ქა­ლა­ქა­რი ში­რა­ქის ველ­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში „დიდ­ნა­უ­რის“ სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ვი­და. ნა­ქა­ლა­ქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი 4 წლის წინ და­ი­წყო. ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე (კი­ა­ზო) ფი­ცხე­ლა­უ­რი გახ­ლდათ.
რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტი გან­მარ­ტავს, ნა­ქა­ლა­ქა­რის მას­შტა­ბე­ბის გამო სპე­ცი­ა­ლის­ტებს „დიდ­ნა­უ­რი“ სრუ­ლად არ შე­უს­წავ­ლი­ათ, თუმ­ცა წლი­დან წლამ­დე ახალ აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თე­ბენ. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ „დიდ­ნა­უ­რის“ სრუ­ლად გა­მოკ­ვლე­ვა საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეა, რად­გან ერთი სი­ცო­ცხლე მის შეს­წავ­ლას არ ეყო­ფა.
რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და “დიდ­ნა­უ­რი” და ვინ ცხოვ­რობ­და ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფო­ში?
ნა­ქა­ლა­ქა­რი ში­რა­ქის ველ­ზე იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დიდ­ნა­უ­რის გარ­შე­მო, მთის წვერ­სა და ბორ­ცვებ­ზე პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ქა­ლა­ქა­რე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, დიდ­ნა­უ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქი იყო, რო­მელ­საც გარ­შე­მო თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი ჰქონ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ დიდ­ნა­უ­რის თავ­დაც­ვი­თი კედ­ლის სი­გა­ნე 4,5 მეტ­რია, გარს კი 22 მეტ­რის სი­გა­ნის თავ­დაც­ვი­თი თხრი­ლი აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი.
„ეს თხრი­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ქა­ლა­ქის­კენ გა­სას­ვლე­ლი მთე­ლი მხა­რე თი­ხით არის მო­ლე­სი­ლი. თი­ხით მო­ლეს­ვა სა­ჭი­რო იყო მომ­ხდუ­რე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, შეჭ­რის მსურ­ვე­ლებს ფეხი რომ ას­რი­ა­ლე­ბო­დათ“ – გა­ნუ­მარ­ტა AMBBEI.GE-ს კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­ურ­მა.
ამა­ვე ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ე­თით, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ცოტა ხნის წინ ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნის სა­მა­რო­ვა­ნი ანუ სა­საფ­ლაო გა­თხა­რეს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო.
“სა­მა­რო­ვან­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 50-მდე სა­მარ­ხია შეს­წავ­ლი­ლი, სა­დაც უამ­რა­ვი ბრინ­ჯა­ოს ნივ­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა, რაც ამ სა­მარ­ხებ­ში გა­ვა­კე­თეთ არის ის, რომ ამ პე­რი­ო­დის სა­მარ­ხებ­სა და ძეგ­ლებ­ში, საბ­რძო­ლო მახ­ვი­ლი მიც­ვა­ლე­ბულს წე­ლის არე­ში აქვს, დიდ­ნა­უ­რის სა­მა­რო­ვან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას კი ზურ­გის არე­ში. ეს შე­საძ­ლოა, მახ­ვი­ლის ტა­რე­ბის წეს­ზე მი­უ­თი­თებ­დეს“, – აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­ურ­მა.
გარ­და ამი­სა, დიდ­ნა­უ­რის სა­მა­რო­ვა­ნის ერთ-ერთ სა­მარხში, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდ­გვა­რო­ვანს ეკუთ­ვნის, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ბრინ­ჯა­ოს მა­სა­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მო­სავ­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ოთხწახ­ნა­გა ის­რის პირი იპოვ­ნეს, რო­მე­ლიც ბრძო­ლა­სა და ომზე მი­უ­თი­თებს.
„გარ­დაც­ვლილს თავ­ზე ბრინ­ჯა­ოს დი­ა­დე­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც ალ­ბათ, მისი დიდ­გვა­როვ­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნია; მუც­ლის არე­ში აღ­მო­აჩ­ნდა ოთხწახ­ნა­გა ის­რის პირი, რომ­ლი­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ისა­რი კავ­კა­სი­ურს არ ჰგავს, უფრო აღ­მო­სავ­ლუ­რია. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ ის, რომ დიდ­გვა­რო­ვა­ნი ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა მომ­ხდურ­თან, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, იყო ბრძო­ლა.
ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მე­ო­რე ის­რის პირი თავ­დაც­ვი­თი გა­ლავ­ნის გა­რე­თა კე­დელ­ში შერ­ჭო­ბი­ლი ვი­პოვ­ნეთ. შე­იძ­ლე­ბა ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმა, რომ ბრძო­ლა­ში დიდ­ნა­უ­რის მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, დიდ­გვა­რო­ვა­ნი მსგავ­სი პა­ტი­ვით არ და­იკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ვინ იყო და რა მოხ­და, ამა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია“, – აღ­ნიშ­ნა ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.
სა­მა­რო­ვან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის დნმ-ს ანა­ლი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ „დიდ­ნა­უ­რის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი კავ­კა­სი­ურ რა­სას ეკუთ­ვნი­ან.
„ეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდი ზო­მის ხალ­ხი იყო. რამ­დე­ნი სა­მარ­ხიც გაგ­ვი­თხრია, ძი­რი­თა­დად, მომცრო ტა­ნის ხალ­ხი აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია. ამ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი კი 1,75-1,80 სი­მაღ­ლის არი­ან. ასე­თი ნა­ქა­ლა­ქა­რი გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის ერთი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და და და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლებ­და. ამავდრო­უ­ლად, ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა” – გან­მარ­ტა სპე­ცი­ა­ლის­ტმა.
არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დიდ­ნა­ურ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ სა­ფხურ­ზე იყ­ვნენ, რად­გან გა­თხრე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქუჩა, რო­მე­ლიც კენ­ჭე­ბი­თა და ხვინ­ჭით არის მო­კირ­წყლუ­ლი.
„ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში ასეთ ნა­ქა­ლა­ქარს ფაქ­ტობ­რი­ვად, ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დო­ნე­ზე უნდა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი, რომ თა­ვი­ანთ კომ­ფორტზე იფიქ­რონ. აქ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი ჩანს, ეს ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოა და არა ნა­მო­სახ­ლა­რი“, – აღ­ნიშ­ნავს კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რი.
რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი გვე­უბ­ნე­ბა, ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში ში­რა­ქის ველი წყა­ლუხ­ვი ტე­რი­ტო­რია უნდა ყო­ფი­ლი­ყო. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
„ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად ჩა­ტარ­და კვლე­ვა და აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, ში­რაქ­ში უხვი იყო წყალ­მო­მა­რა­გე­ბა. ამ ად­გილ­საც ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით აქვს უზარ­მა­ზა­რი რე­ზერ­ვუ­ა­რი, რო­მე­ლიც ჯერ გა­თხრი­ლი არ არის. შე­საძ­ლოა, ქა­ლაქს წყლით სწო­რედ ეს რე­ზერ­ვუ­ა­რი ამა­რა­გებ­და. თვი­თონ სა­ხელ­წო­დე­ბა ად­გი­ლი­დან მო­დის – „დიდ­ნა­უ­რი“ და­ახ­ლო­ე­ბით, მი­წის სიღ­რმი­დან ამო­მა­ვალ წყალს ნიშ­ნავს. ეს ტე­რი­ტო­რია წყა­ლუხ­ვი იყო. ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, პრე­ის­ტო­რი­უ­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია აშენ­დეს იქ, სა­დაც ახ­ლო­მახ­ლო წყა­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ქა­ლაქს წყალ­მო­მა­რა­გე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქო­ნო­და“ – აღ­ნიშ­ნა არ­ქე­ო­ლოგ­მა.
ნა­ქა­ლა­ქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ე.წ. „შე­სა­წი­რი მა­გი­დაც“ იპოვ­ნეს, რომ­ლის ანა­ლო­გიც, წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ხე­თებ­თან ფიქ­სირ­დე­ბა.
“რო­დე­საც სამ­ხრე­თი თავ­დაც­ვი­თი კე­დე­ლი ითხრე­ბო­და, იქ აღ­მოჩ­ნდა ე.წ შე­სა­წი­რი მა­გი­და. ეს არის მცი­რე ზო­მის, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მეტ­რი სიგ­რძის, თი­ხის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ფი­ლა­სა­ვით მა­გი­და, რო­მელ­საც შიგ­ნით ორ­მო­ე­ბი აქვს. ამ ორ­მო­ებ­ში „დიდ­ნა­უ­რის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი შე­სა­წირს წი­რავ­დნენ. ასე­თი მა­გი­დის პა­რა­ლე­ლი იძებ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ხე­თებ­თან, რაც წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­შია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.
რო­დე­საც ხე­თე­ბი აშე­ნებ­დნენ შე­ნო­ბას, ისი­ნი აკე­თებ­დნენ შე­სა­წირ მა­გი­დას და სწი­რავ­დნენ იმ ღმერ­თს, რო­მელ­საც ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ. ღმერ­თს სთხოვ­დნენ, რომ შე­ნო­ბა ყო­ფი­ლი­ყო მდგრა­დი და გამ­ძლე. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია“, – გან­მარ­ტა ფი­ცხე­ლა­ურ­მა.
ამას­თან, დიდ­ნა­უ­რის ცოტა მო­შო­რე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლია ბრინ­ჯა­ოს ცხე­ნებ­შებ­მუ­ლი საბ­რძო­ლო ეტლი. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფოს რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნია.
„ეს საბ­რძო­ლო ეტლი ცოტა მო­შო­რე­ბით არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ეტ­ლში ცხე­ნე­ბი იყო შებ­მუ­ლი. ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გლეხ­სა და მი­წათ­მოქ­მედს არ აქვს. ეს არის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ნა­მო­სახ­ლა­რის 4,5 მეტ­რის სიგ­რძის თავ­დაც­ვი­თი კედ­ლის სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით, 14-15 მეტ­რი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი ქა­ლა­ქი, აღ­მო­ჩე­ნილ ეტლს კი რო­გორც გა­ლა­ვან­ზე სი­ა­რუ­ლი, ისე შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ყოფ­ნა შე­ეძ­ლო“ – აღ­ნიშ­ნა ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.
  • რამ გა­ა­ნად­გუ­რა 15 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო?
სე­ის­მო­ლო­გებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მი­ზე­ზი მი­წისძვრა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამას­თან, გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვან­დე­ლი სახე ქა­ლაქს ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს.
კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რის თქმით, „დიდ­ნა­უ­რის“ მიმ­დე­ბა­რედ მსგავ­სი ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი ბევ­რია, რო­მე­ლიც შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს.
“დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან რომ შე­მო­დი­ხარ, რე­ლი­ეფს რომ შე­ხე­დო, თით­ქოს დე­რე­ფა­ნი­ვი­თაა და შემ­დეგ შე­დი­ხარ ამ უზარ­მა­ზარ სივ­რცე­ში. ჩემი აზ­რით, ეს აღ­მო­ჩე­ნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რად­გან მა­შინ სა­ზღვრე­ბი არ იყო, არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, არც სომ­ხე­თი და თუ მთლი­ა­ნო­ბა­ში არ გა­ვარ­კვი­ეთ, რა ხდე­ბა, ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ძეგლის გა­თხრას თუ ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ, შე­დე­გებს მოგ­ვცემს“ – აღ­ნიშ­ნა არ­ქე­ო­ლოგ­მა.
კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რი გან­მარ­ტავს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, „დიდ­ნა­უ­რის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი ისეთ ძლი­ერ დამ­პყრობ­ლებს ებ­რძოდ­ნენ, რო­გო­რიც ურარ­ტუ­ე­ლე­ბი იყ­ვნენ.
„ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გი­ორ­გი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი იყო პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ხალ­ხთა ის­ტო­რი­ას კი­თხუ­ლობ­და და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ურარ­ტუ და ის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც დამ­პყრობ­ლე­ბი იყ­ვნენ და რო­მელ­თაც უძ­ლი­ე­რე­სი არ­მია ჰყავ­დათ, ჩრდი­ლო­ე­თით რომ შე­მო­დი­ოდ­ნენ, რა­ღაც ტე­რი­ტო­რი­ამ­დე აღ­წევ­დნენ, ამის შემ­დეგ კი გზას ვე­ღარ აგ­რძე­ლებ­დნენ. მა­შინ პა­სუ­ხი ვერ გა­ე­ცა, ასე რა­ტომ ხდე­ბო­და…
ში­რა­ქის ველ­ზე დღე­ვან­დე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­დე­გად შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ დამ­პყრობ­ლებს სწო­რედ ეს ხალ­ხი დახ­ვდა და უბ­რა­ლოდ, არ მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ და ტე­რი­ტო­რია და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. რა თქმა უნდა, ეს ვა­რა­უ­დია, მაგ­რამ დიდი შან­სია, რომ ასე მომ­ხდა­რი­ყო“, – გან­მარ­ტა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.
კი­დევ რამ­დენ სა­ი­დუმ­ლოს მა­ლავს 15 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი ნა­მო­სახ­ლა­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფარ­და აეხ­დე­ბა…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close