საზოგადოება

ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრები ნადგურდება

,,მიუხედავად იმისა, რომ ოთხთას და პარხალს დატბორვა არ ემუქრება, მათ სინესტე გაანადგურებს"

ისტორიული იუსუფელი წყლით იფარება.
სამწუხაროა რომ წყლის ქვეშ ქართული ტაძრებიც მოექცევა. ერთ-ერთია ახალთას ტაძარი. ახალთას ტაძართან ერთად წყლით იფარება სოფელ კოწახურას ჭალის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ტაძარს დღემდე ფრესკები აქვს შემორჩენილი. სავარაუდოდ წყლით იფარება კავკასიძეების საგვარეულო ციხესიმაგრე და ბაზილიკური ეკლესია, რომელიც დაახლოებით 30 მეტრ სიმაღლის კლდეზეა აგებული. იყო მოსაზრება, რომ სიმაღლის გამო ციხესიმაგრე წყალს გადაურჩებოდა.
გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის მოსაზრებით ალბათ ასე ვერ მოხდება, “რადგან ციხის ყველაზე მაღალი წერტილი ბევრად უფრო დაბლაა, ვიდრე ჰესის მიდამოებში აგებული ხიდის ბურჯების ნიშნული, რომელიც კავკასიძეების ციხის თავზე მოექცევა. თუ ასე მოხდა, ციხე მხოლოდ შემოდგომაზე გამოჩნდება, როცა წყალი მცირე იქნება.”
და გაუძლებს კი წყლის ქვეშ ყოფნას? იმედს ვიტოვებთ, წყალი მაინც ვერ მისწვდება ამ ციხეს.?
  დაბა იუსუფელი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, მდინარეების ჭოროხისა და პარხლისწყლის შესართავთან მდებარეობს. განვითარებულია ტურიზმის ინდუსტრია.
2022 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა რეჯეფ-ტაიპ ერდოღანმა „იუსუფელის” უდიდესი კაშხალი გახსნა, რომლის სიმაღლე 275 მეტრია და 2 მილიარდ 130 მილიონ კუბური მეტრი წლის დატევა შეუძლია. წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე.
წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობდა. „იუსუფელის“ დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს. Those who need to sell their houses fast and simply and want to do it in a trustworthy way may find that working with home buyers is a smart alternative for them. They are committed to offering superior service at reasonable costs so that their clients may remain satisfied. Professional home buyers are well-versed in the sector and may give insightful advise on how to effectively advertise your property for sale. If you are considering selling your home, consider working with a professional home buyer. They are aware of the trends in the industry as well as the costs, which may provide you with information that can help you make informed judgements. Visit https://www.cashoffers.com/kansas/cash-offer-abilene-ks/.
“2013 წელს თურქული გამოცემა HurrietDailyNews სტატიას აქვეყნებს, სათაურით “იუსუფელი – უნიკალური ადგილი მოსანახულებლად”. სტატიის ავტორი შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებით, პარხალითა და ოთხთას ეკლესიით მოხიბლულია და ამ ძეგლების მონახულებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს.
თუმცა, იქვე დასძენს, რომ ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება. მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ იმ დროისთვის დასრულდება. კაშხალიდან გადმომავალი წყალი წალეკავს ამ უნიკალურ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს”, – წერს სტატიის ავტორი.”
ტაო-კლარჯეთი საფრთხეშია!
ოთხთას და პარხალისკენ მიმავალი გზებიც იტბორება. მათთან მისვლა ხიდების საშუალებით, შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი. ამ სივრცეში ტენიანობა ძალიან მოიმატებს და ოთხთას განსაკუთრებით დიდი საფრთხე ემუქრება. მიუხედავად იმისა რომ ოთხთას და პარხალს დატბორვა არ ემუქრება, მათ წყალი თუ არა სინესტე გაანადგურებს. ოთხთას გუმბათი ისედაც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და რღვევა აქვს დაწყებული. ტენიანობა კი მის ჩამონგრევას დააჩქარებს, თუ თურქეთის სახელმწიფომ გამაგრებითი სამუშაოები არ ჩაატარა.
ტაო-კლარჯეთი ჩვენი წარსულია.
წყარო: მოგზაურთა კლუბი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close