ჯანდაცვა

,,სამედიცინო შეცდომის გამიჯვნა ექიმის გულგრილობა-უყურადღებობისგან საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს”

სამედიცინო ასოციაციების სხდომაზე, რომელსაც მოქმედი თავჯდომარე, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი უძღვებოდა, გაერთიანების მიერ 2017 წლამდე შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს. აღნიშნული რეკომენდაციები შემდეგი სტრუქტურითაა ჩამოყალიბებული:
➢განხორციელდეს არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში, ზოგიერთ დარგებში ლიცენზირების ახალი პირობების მიღება;
➢ექიმთა სერთიფიცირების რესერთიფიცირების პროცესის გამკაცრება; პროცესში დარგობრიბრივი ასოციაციების როლის გაძლიერება;
➢საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სამედიცინო შეცდომის გამიჯვნა ექიმის გულგრილობასა და უყურადღებობისგან;
➢უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემამ მიიღოს სავალდებულო ხასიათი
➢მოხდეს სამედიცინო დახმარების პროტოკოლების მუდმივი განახლება და დაიწყოს მათი პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებების გატარება;
➢მოხდეს ექიმთა სპეციალობებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პროცესის დასრულება.
რეკომენდაციები პოლიპრაგმაზიის აღმოფხვრასა და ფარმაცევტულ სფეროზე
➢ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV-100-ში მხოლოდ სამკურნალო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურადაქტიური საკვები დანამატები;
➢გადაიხედოს ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმი. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები;
➢უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი;
➢ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას ფარმაცევტულ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები;
➢მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მიზნით , მოხდეს შესაბამის სასწავლო ტრეინინგების ჩატარების ხელშეწყობა.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს დარგობრივი ასოციაციების როლის მნიშვნელობაზე სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.

წყარო: http://unipress.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close