საზოგადოება

,,უკრაინაში გაითხრის პუტინი სამარეს_ის გახდება პოლიტიკურად კეთროვანი მთელი მსოფლიოსათვის”

,,ეს ომი მალე დასრულდება და რუსეთის იმპერიის დასასრულის დასაწყისის როლს შეასრულებს"

რას წერენ ფბ მომხმარებლები რუსეთი-უკრაინის ომზე:

რომან გოცირიძე, პოლიტიკოსი:
უკრაინაში გაითხრის პუტინი სამარეს. შეუძლებელია, რომ მან ეს ომი მოიგოს. შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ რაღაც ლოკალურ მიზანს, მაგრამ დროებით. ის გახდება პოლიტიკურად კეთროვანი მთელი მსოფლიოსათვის.
უნდა ველოდოთ ნამდვილი სანქციების სულ მალე ამოქმედებას.
მაია ბუწაშვილი, ექიმი, პროფესორი:
და ამის შემდეგ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რუსეთს შესტრფიან და მასში ხედავენ ხსნას. ერიან-ბერიან-მთავრობიანად მილიტარისტული მისწრაფებების თავზეხელაღებული სახელმწიფო, რომელსაც სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიას ვინ ჩივის, საკუთარ ხალხს შეუძლია მოუწყოს ნორდოსტი, ბესლანი და რა ვიცი, კიდევ რომელი ერთი…
სრული მხარდაჭერა უკრაინას!
იმედია, ეს ომი მალე დასრულდება და რუსეთის იმპერიის დასასრულის დასაწყისის როლს შეასრულებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:
ყველაფერი მოხდა ჩვენს დროში. ომები, პანდემიები, უბედურებები! ერთი ის დღე როგორ ვერ დადგა რომ გავიღვიძეთ და გავიგეთ რომ პუტინი ჩაძაღლდა! ეგ დღე რით ვერ დადგა!
ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:
ძმაკაცი მყავს ერთი, ის მეუბნებოდა ადრე, დასავლეთი მთელი თავის აჩემებული პოლიტკორექტულობით და “დახვეწილობით” აცდენილია არსებობის რეალურ, ცოცხალ ფესვს, ხალხი, რომელიც პირველ საათზე, ომია თუ მშვიდობა, ყოველმიზეზგარეშე ლანჩზე გადის, ომს ვერასდროს მოიგებსო. ხოდა სულ ეგ ჩემი მეგობარი სანდრო მასენდება ახლა, – რუსეთსაც როგორ უპირისპირდებიან? ლანჩის ფული ჩამოართვეს.
ალეკო ელისაშვილი:
ღმერთმა გამძლეობა და მხნეობა მისცეს უკრაინას! ყველა რუს ჯარისკაცს და ოფიცერს სიკვდილს ვუსურვებ უკრაინის მიწაზე! დიდება უკრაინას და საქართველოს!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close