საზოგადოება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 76 პირი იმყოფება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში სულ 76 პირი იმყოფება. აღნიშნულ პირებს შორის ძირითადად არიან ის ადამიანები, რომელთაც საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვთ.
?სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მათ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, რაც როგორც ჯანმრთელობის მგომარეობის, ასევე თვითთიზოლაციის წესების დაცვის შემოწმებას გულისხმობს.
?მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში მყოფ არცერთ პირს, რომლებსაც საზღვარგარეთ მოგზაურბის ისტორია აქვთ სიცხე არ აღენიშნებათ.
?გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციის პირობების დარღვევის გამო 4 პირი კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო 13 პირს სავალდებულო იზოლაცია უკვე დაუმთავრდა.
წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი

Related Articles

Back to top button
Close