საზოგადოება

გიორგი თევზაძე: სურამის ტყე საქართველოსი და თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა გავცელებულ ინფორმაციას სურამის ტყის გასხვისებასთან დაკავშირებით. ,,ტერიტორიაზე, რომელსაც ეძახიან ბაიანთხევს, გაშენებულია უნიკალური მრავალწლოვანი ხეები (ტყე).  გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიის იჯარით გაცემა სურთ, რადგან იგეგმება სასტუმროს კოტეჯების მშენებლობა. ამით კი, ხეების მასივს შეექმნება საფრთხე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი მოჰყვა”_ აცხადებს გიორგი თევზაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველი განცხადებას ავრცელებს და  ხელისუფლებას მიმართავს. მათ მოუწოდებს, მეტი ჩართულობა გამოიჩინონ,  რათა საზოგადოებას არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

გიორგი თევზაძე:

,,როგორც ჩანს, სურამში მდებარე ბაიანთხევად წოდებული ტერიტორიის ჯერიც დადგა, სადაც გაშენებულია უნიკალური ხეები (ტყის მასივი). იქ დასასვენებლად ჩადიან ჩვენი თანამოქალაქეები, ოჯახებით, მაისიდან სექტემბრამდე. ბავშვების ჯამრთელობისათვის ეს ჰავა უნიკალურია. ახლა კი ვიღაც ” ბიზმესმენს ” თურმე სურვილი გასჩენია, რომ ამ ტყის შუაგულში ააშენოს სასტუმრო კოტეჯები. ამით, დიდი ალბათობით, უნიკალური ხეების მასივიც შეიძლება დაზიანდეს. ადგილობრივი მოსახლეობა სამართლიანად აპროტესტებს. სწორედაც, ეს ტყე საქართველოსი და თითოეული მოქალაქის კუთვნილებაა, ამიტომ თითოეეული ჩვენთაგანის ვალია, დაიცვას იგი და მხარში ამოუდგეს ადგილობრივ მოსახლეობას. ხოლო ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, ტყე შეუნახოს მომავალ თაობებს და იზრუნოს მასზე”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close