საზოგადოება

,,სვეტომუზიკა” აკლიათ ამათ და მალე, კლუბურებს დასცხებენ”- რამდენჯერ ,,შეეწია ღმერთი” გრეჩიხას?

,,გია გაჩეჩილაძე (უცნობი) საყდარში დამდგარა და მამა სერაფიმეს სიმღერისა და მგალობელთა ბანების ფონზე ლექსად ამბობს – ნაცარქექიას მოდგმისა ვარო… ,,სვეტომუზიკა” აკლიათ ამათ და მალე – კლუბურებს დასცხებენ!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, რომელიც რამდენიმე წელია, აღარც პოლიტიკურად აქტიურია და მედიაშიც სულ უფრო ნაკლებად ჩნდება, მამა სერაფიმესთან ერთად საგალობელს ასრულებს. ვიდეო, ინტერნეტში გავრცელებისთანავე, ძალიან პოპულარული გახდა.

გაჩეჩილაძის გამოჩენა ბევრმა წინასაარჩევნო კამპანიას დაუკავშირა. ფიქრობენ, რომ ალბათ, რაღაც ფორმით ძმები ადგილობრივ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ძმები- გია და ლევან გაჩეჩილაძეები ხშირად სწორედ არჩევნების წინ ჩნდებიან, შემდეგ კი ჩრდილს ეფარებიან და მათ შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია აღარ აქვს. ყველას ახსოვს ,,პატარა გრეჩიხა”-ს აგორებული საკნების აქციები რუსთაველზე.  თუმცა ბოლოს, ეს საკნები პოლიციამ ისე აიღო, კინაღამ საკანში მყოფი პროტესტანტებიც ,,გააყოლა” ხელს. ამ ადამიანების დაცვა იქ მყოფმა რამდენიმე ჟურნალისტმა მოახერხა და ე.წ. ლიდერები, მანამდე კაცობა-ვაჟკაცობაზე რომ ქადაგებდნენ, არც გამოჩენილან.

გულზე მჯიღის ბრახუნით შეყარეს ხალხი 2009 წლის 26 მაისს სტადიონზე, სადაც ,,პირველი სკრიპკა” ასევე ,,პატარა გრეჩიხა” იყო. ის სტადიონის ცენტრში მუხლებზე დაეცა და ხელებაპყრობილი უფალს შეწევნას სთხოვდა. ალბათ შეეწია კიდეც … იმედია, ე.წ. ,,აღსარების” მიზანიც მალე გამოჩნდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close