საზოგადოება

,,პარიზიდან თელავამდე…” _ რას ჰყვება კარანტინში მყოფი ირინა ფუტკარაძე

,,პარიზიდან თელავამდე …..
ემოციებით დატვირთული სამი კვირა..სიყვარულის ქალაქიდან სოფელ იყალთოში ,ზღაპრულ გარემოში მაგრამ ჩაკეტილ სივრცეში ანუ კარანტინში…..ჩვენი მასპინძელიაHotel Savaneti • სასტუმრო სავანეთი და სასტუმოს თანამშრომელი სანდრო,ყურადღებიანი და კახური იუმორით ,რომელიც ყოველ დილით ამბებს გვიყვება დ გვართობს,საუკეთესო დაცვის ბიჭები,რომლებიც ფანჯრიდან მომზირალ მაცხოვრებლებს ისე არ ჩაუვლიან ,რომ არ მოიკითხონ და გაესაუბრონ,განსაკუთრებულ თანაგრძნობას გამოხატავენ 4წლის ნიკოლოზის და 10 წლის ლიზის მიმართ და მათთვის თოვლის გუნდებითაც ჟონგლიორობდნენ….მოკლედ ყურადღება არ გვკლია,ამას ემტება სასტუმროს მომსახურების ევროპული სტანდარტი და მეტი რა გინდა,რომ არა კარანტინი ,ბევრი ჩვენგანი ალბათ ასეთ სერვის ვერც ინატრებდა…ვერც კი წარმოვიდგენდი ,რომ ამდენი ადამიანისთვის და ხელისუფლებისთვის მომიწევდა მადლობის გადახდა,ვამაყობ რომ ჩემი ქვეყნის მთავრობამ საქართველოს მთავრობაშეძლო ის რაც ბევრად ძლიერ სახელმწიფოებს გუჭირდათ.მადლობა ეკა ტიკარაძეს ყურადღებისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროჩემს ენძელას ენძელა მაჭავარიანირომელმაც ბავშვებს ზღაპრის ვიდეო ვერსია გამოუგზვნა და რომელსაც ენძელა კითხულობდა მადლობა ჩემს მეგობარებს,ნაცნობებს,კოლეგებს დ ა ოჯახის წევრებს ყურდღებისთვის ….ხვალ კარანტინის ბოლო დღეა და სკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებით…” _ წერს პირველი არხის ბორდის თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე. 

Related Articles

Back to top button
Close