საზოგადოება

ვინ არის ახლადშექმნილი ,,პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი

საზოგადოებრივმა აქტივისტმა, ლადო სადღობელაშვილმა ა/ო ”პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი“ დააფუძნა. როგორც თავად გვითხრა, ეს არის არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მის წევრებს აერთიანებს ერთი იდეით – საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მექანიზმების დახვეწას, განვითარებასა და სწორი მიმართულებით წარმართვას.

”პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის“ მიზანია, შეიმუშაოს და განახორციელოს პროექტები-აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას, სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას, ერის განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას. ”პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი“-ის სამი ძირითადი ღირებულებაა: პროგრესი, შემეცნება და თავისუფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ აღნიშნული ღირებულებებითაა შესაძლებელი უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა. შემოგვიერთდი და ერთად დავდგეთ ქვეყნის სამსახურში.

– ჩვენ გვსურს შევქმნათ ახალი, პრიორიტეტებზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოში. სადაც, გადაწყვეტილებებს მიიღებენ პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი, მოტივირებული, მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ქვეყნის მართვის თანამედროვე საჭიროებებს და უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს.

ჩვენი მისამართია საქართველო თბილისი ი.აბაშიძეს N40. ვმუშაობთ: ორშაბათი-პარასკევი 11:00- 18:00 სთ, შაბათ-კვირას 13:00-17:00 სთ ტელ. 571800002″ _ გვითხრა „პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლადო სადღობელაშვილმა.

Related Articles

Back to top button
Close