საზოგადოება
რუსთავში ცეცხლი ჩართულ სარეცხ მანქანას გაუჩნდა
რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე ყოფილ მეოთხე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ცეცხლი ჩართულ სარეცხის მანქანას გაუჩნდა, რამაც კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.