საზოგადოებაჯანდაცვა

წერილი დავით სერგეენკოს: კალმის ერთი აღებით შეგიძლია, გადაარჩინო უდანაშაულო გოგონას სიცოცხლე

   საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართავს და ავტოსაგზაო სემთხვევის დროს დაშავებულკი გოგონას დახმარებას სთხოვს.

,, მიმართვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს,
ბატონო დავით, კალმის ერთი აღებით და ერთი ხელმოწერით შეგიძლიათ გადაარჩინოთ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე და სამწუხაროდ არამარტო მისი. ის, სრულიად უდანაშაულოდ ეწირება გზებზე არსებულ იმ განუკითხაობას, რომელიც ვერა დე ვერ მოაწესრიგეს სახელმწიფო სტრუქტურებმა და რომლის გამოც ბოლო 4 დღის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაიღუპა 12 ადამიანი და დაშავდა 40-მდე.
მისი სიცოცხლე და სხვა 40-მდე დაშავებულ- დასახიჩრებული ადამიანის სიცოცხლე თქვენ ხელშია!
პატივისცემით
დავით მესხიშვილი”.

ახლა კი იმ დაშავებული გოგონას შესახებ მოგიყვებით, რომლის დახმარებასაც

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრს თხოვს.

 სტუდენტი ხატია კვიციანი ავარიაში მოყვა. ამჟამად ის არის მართვით სუნთქვაზე. მოტეხილი აქვს ორივე ხელი, ამოაჭრეს ელენთა, ტვინზე აქვს დაბეჟილობები, ყბა მოტეხილი და ყვრიმალები დალეწილი. ამჟამად ჩაუტარდა სამი ოპერაცია. ხატიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახმა გახსნა საბანკო ანგარიში სადაც ვისაც სურვილი და საშუალება აქვს, შეუძლია, ჩარიცხოს თანხა, რომელიც მოხმარდება ხატიას რეაბილიტაციას. ავარია მოხდა გუშინ, ქსანთან. ხატია რაიონში მიდოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა. ჯანდაცვის მინისტრის ჩართულობა გოგონას ძალიან დაეხმარება.  

GE90TB7985545061100040
ქრისტინა კვიციანი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close