საზოგადოება

,,გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს!_ პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრება”

საქართველო დენთის კასრზე ზის-ფულით და სხვა პრივილეგიებით დაბრმავებული შიდა მტრები, რომლებიც გენეტიკური ქართველები არიან და ქართულ გვარ-სახელსაც ატარებენ, მზად არიან ასანთის ფუნქცია იკისრონ და ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიონ!

სამწუხაროდ, 20-21 ივნისის კოშმარული ღამე და ხელისუფლების ძალადობით დამხობის მცდელობა, რაც გამოიხატებოდა პარლამენტში შეჭრის მცდელობით, არ გახდა საკმარისი და ხვალ ახალ „სიურპრიზს“ გვთავაზობენ- როგორც სოციალურ ქსელში საჯაროდ აცხადებენ, იგეგმება ლგბტ პრაიდის ჩატარება!

სწორად წერს ბატონი ზვიად ტომარაძე, რომ ხელისუფლებამ ხალხის კატეგორიული პროტესტი უნდა გაითვალისწინოს და არ მისცეს ლგბტ თემს და მათ მხარდამჭერებს, ე.წ. პრაიდის ჩატარების უფლება.

თუმცა, კატეგორიულად არ ვეთანხმები მეორე პუნქტში,, სადაც იგი ხელისუფლებას მოუწოდებს: თუ ხალხის ინტერესებს ვერ გაითვალისწინებს, გეიაღლუმის უსაფრთხოდ ჩატარება მაინც უზრუნველყოს!

არა, ბატონო ზვიად!

თუ ხელისუფლებამ არ დაიცვა უმრავლესობის მოთხოვნა, მაშინ, თავად უმრავლესობაა ვალდებული, თვითონ დაიცვას თავისი უფლებები.

ერთი რამ უდავოა: გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს!

თუ პროვოკაციები ვერ ავიცილეთ თავიდან, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრება. ეს უნდა გახდეს სწორედ „ნაცების“, რომლებიც ამ პროვოკაციის ავანგარდში დგანან და „ქოცების“, რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობის უფლებებს ვერ იცავენ უმცირესობების მიერ გამოგონილი უფლებების დაცვის მოტივით, პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრების რეალური საფუძველი.

ქვეყანა ამდენ პოლიტიკურ-ეკონომიკურ რყევებს ვერ გაუძლებს.

როგორც ბატონი ჭაბუა იტყოდა:ჭკუით, ქართველებო!

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

Related Articles

Back to top button
Close