საზოგადოება

თბილისში ახალი საერთაშორისო კინოაკადემია იხსნება

თბილისში ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის გახსნა იგეგმება. განათლების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ობიექტი რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი უნდა გახდეს.

ინიციატივა, საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ლინჩს ეკუთვნის, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დევიდ ლინჩს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი ქვეყნისთვის დიდი პატივია.

ჩხენკელის განმარტებით, ახალ საერთაშორისო კინოაკადემიაში პრაქტიკული სამუშაოს გარდა, სიღრმისეულად იმსჯელებენ კინემატოგრაფის ისტორიაზე, თეორიასა და მის ფილოსოფიაზე. ამასთან, ეს იქნება მნიშვნელოვანი სივრცე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფესტივალებისთვის.

სამინისტროს სახელით მინისტრმა სრული მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს დევიდ ლინჩის ინიციატივას. მინისტრის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზეც.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close