სამართალი და კრიმინალი

ოთარ აბესაძის საქმეში ვიდეოჩანაწერები არსებობს

ოთარ აბესაძის საქმეში გარკვეული ჩანაწერების არსებობას დაცვის მხარე ადასტურებს, თუმცა, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს, რა ჩანაწერებზეა საუბარი

 

”კვალიფიკაცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა. ის ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ მხოლოდ აღმკვეთ ღონისძიებაზე. გარკვეული ჩანაწერები არის საქმეში, თუმცა, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, საჯაროდ ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბრალდების მხარე სასამართლოში საპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close