სამართალი და კრიმინალი

,,მადლობა მინდა გადავუხადო ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს”_ ჯიშკარიანის ადვოკატის საგანგებო განცხადება

,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით, გამორჩეული ზიზღის, აგრესიის და უტაქტობის ფონზე ახორციელებენ ადვოკატ ქალზე თავდასხმას, ცდილობენ მის დისკრედიტაციას და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ? ერთი მათ დამფინანსებლებს (დონორ ორგანიზაციებს) უნდა გავუგზავნო ერთობ მრავალფეროვანი კომენტარები და საინტერესოა, რა მოხდება?

p.s. როგორც ყოველთვის, ყველა დროს, მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კლიენტის ინტერესების დასაცავად და სიმართლეს აუცილებლად გამოვააშკარავებ, გთხოვთ, მომიტევეთ”_ წერს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიტა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.

Related Articles

Back to top button
Close