სამართალი და კრიმინალი

ერთი ვერსიით, ცოლი ბალიშით გაგუდა

„რა მოხდა, რამ გადარია ზაზა, არ ვიცი, მათი ჩხუბი არასოდეს გამიგია“ - რას ყვებიან მოკლული ქალის ოჯახზე

­სამარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფოთ­ში კაც­მა ცოლი მოკ­ლა. „კვირის პალიტრის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ქალი ინგა ყა­ლი­ჩა­ვაა, მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი მისი ქმა­რი ზაზა კარ­ბა­ი­აა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ კაც­მა დღეს დი­ლით 112-ში თა­ვად და­რე­კა.

.

ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს სახ­ლში ქალი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ირ­კვე­ვა, ძა­ლოვ­ნებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთ მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ცოლ-ქმა­რი სახ­ლში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ ოთხი შვი­ლი ჰყავთ.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი ვერ­სი­ით, დამ­ნა­შა­ვემ ცოლი ბა­ლი­შით გა­გუ­და, რის შემ­დეგ ოთახ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აირი გა­უშ­ვა და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ა­წყო.

„ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, და­ვინ­ტე­რეს­დი, ვინ იყო მოკ­ლუ­ლი ქალი, ბაზ­რის ბი­ნებ­ში ვცხოვ­რობ და ცოლ-ქმრის ფოტო რომ ვნა­ხე, ვი­ცა­ნი ისი­ნი. ადრე, დიდი ხნის წინ ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. ოთხი შვი­ლი ჰყავთ და სულ ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. მერე გა­და­ვიდ­ნენ სხვა­გან და კარ­გა ხა­ნია, არ მი­ნა­ხავს. არ ვიცი, ეს უბე­დუ­რე­ბა რა­ტომ დატ­რი­ალ­და, ვე­რა­ფერს გე­ტყვით”, – ამბობს ად­გი­ლობ­რივ­ი.

„მომხდარის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. გაოგნებულები ვართ ყველანი, ვინც ვიცნობდით ამ ოჯახს. ახლახან გავიგე ეს ამბავი. მხოლოდ კარგის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა ამ ოჯახზე. ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ და არ ვიცი, რა მოხდა ასეთი, რომ ამხელა უბედურება დატრიალდა. მე თვითონ შოკში ვარ. ინგა ოთხი შვილის დედა იყო. დიდი შვილები ჰყავთ, მართლა შოკში ვარ. ძალიან კარგი დედა იყო. კარგი ოჯახი ჰქონდათ, რა მოხდა, რამ გადარია ზაზა, არ ვიცი. მე მათი ჩხუბი არასოდეს გამიგია. პირდაპირ შოკში ვარ. ქმარი, ზაზა, დევნილია აფხაზეთიდან, თვითონ ინგა ჩხოროწყუდან იყო. ვიცნობდი ოჯახს და ამ ოჯახზე, მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი, რა მოხდა იქ. ვუსამძიმრებ მის შვილებს ამ დიდ ტრაგედიას”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

„კვირის პალიტრა“, ავტორი: თეა ხურცილავა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close