ნელი ვარდიაშვილის სტატიები

პარლამენტში პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიჭრნენ

ვენესუელის პარლამენტში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსმხარდამჭერები შეიჭრნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად, დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი. 

არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც პრეზიდენტი ვენესუელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა.

პრეზიდენტის მხარდამჭერების ეროვნულ ასამბლეაში შეჭრამდე, შენობაში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მეთაურთან და მინისტრებთან ერთად შევიდა და ხელისუფლების მომხრეებს პარლამენტთან მისვლასა და მხარდაჭერის გამოხატვისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ეროვნული ასამბლეის შენობასთან აქცია დაიწყო, მოგვიანებით კი მისი მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ. შედეგად, რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის შენობაში 350–მდე ადამიანი აღმოჩნდა ბლოკირებული. 

ეს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინ ისინი ეროვნული გვარდიის წევრებმა სცემეს და პარლამენტის ბლოკირება განახორციელეს, რასაც ქაოსი მოჰყვა.

პარალელურად კი ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები დაუშინეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა.

მომხდარი პრეზიდენტმა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და მონაწილე პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პირობა დადო. ოპოზიციურ ძალებს კი, ამბოხისა და მისი მთავრობის ჩამოგდების მცდელობის შემთხვევაში, ომის გამოცხადებით დაემუქრა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close