ნელი ვარდიაშვილის სტატიები

მოქანდაკეებმა ქვაში თბილი სითხით ამოვსებული გულის ფორმის ღრმული აღმოაჩინეს

ხილული სასწაული! რა მოხდა სამცხე-ჯავახეთში, თამარ მეფის ქანდაკებაზე მუშაობის დროს

რამდენიმე წლის წინ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ბაგრატიონთა საუფლისწულოში თამარ მეფის ძეგლის დადგმა გადაწყვიტეს. გამოცხადდა კონკურსი. გამარჯვებული ჯგუფი – მხატვარ-არქიტექტორები მალხაზ ცისკაძე, გიორგი ავალიშვილი და დავით ცუცქირიძე- მუშაობას შეუდგნენ. ძეგლი თამარობის დღესასწაულზე უნდა გახსნილიყო.

ვინაიდან ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსხმა ძვირი ჯდებოდა, მხატვრებმა შედარებით იაფი, მაგრამ მძიმე გზა აირჩიეს- გადაწყვიტეს, წმინდანად შერაცხული მეფის ძეგლი ქვაში ხელით გამოეკვეთათ. მისი სიმაღლე 4,5 მეტრი უნდა ყოფილიყო. თამარი სამეფო ტახტზე იჯდებოდა და ხელთ ექნებოდა სფერო ჯვრით. სასწაული მოხდა ოთხკუთხა ქვის დამუშავების დროს. მოქანდაკეებმა კვეთა თავის ფორმის გამოყვანით დაიწყეს და როცა გულმკერდის მარცხენა მხარის დამუშავებაზე გადავიდნენ, გულის ადგილზე ქვა გასკდა. დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ქვაში თხევადი სითხით ამოვსებული გულის ფორმის ღრმული იყო, რომელიც თბილი დახვდათ.

რბილობი გეოლოგებმაც შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ თიხნარს, ცვილნარს და სხვა სტალაგდიტურ ნივთიერებებს შეიცავდა. იგი ძალიან ჰგავდა ცვილს, რომლითაც თაფლის სანთელს ასხამენ. ეს ფაქტი მართლაც სასწაულს ჰგავდა და, აი, რატომ:

თავისუფლად შეიძლებოდა, 72 ტონიანი თეთრი ქვის გამოთლა სხვა მხრიდან დაეწყოთ და გულის ფორმის რბილობი ქანდაკების გულთან არ დამთხვეოდა.

ქვისმთლელებმა ქვაში გამოკვეთილი ,,თამარის გული”  პატრიარქს, ილია მეორეს მიართვეს. უწმინდესმა კი იგი სიწმინდედ შერაცხა და საპარტრიარქოში დააბრძანა, მოგვიანებით კი სიონის ტაძარში გადააბრძანეს.  ილია მეორემ ეს სიწმინდე უფლის კვართის შემდეგ, უდიდეს სიწმინდედ მიიჩნია. საპატრიარქოს თქმით, თამარის გული იმისი დასტურია, რომ უფალს ვუყვარვართ და წმინდა თამარი ჩვენს ქვეყანას თავის კალთას აფარებს.

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე”, 2006 წელი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close