საინტერესო

 წითელი როიალის საიდუმლო (ნამდვილი ამბავი)

,,ეგრევე იცნო როიალი. სიძეს ჰკითხა, საიდან გაქვთო? მამამ აფხაზეთიდან გამოგვიგზავნა, თავად კი იქ დაიღუპაო..."

ქალაქი სოხუმი ერთ-ერთი გამორჩეული საზღვაო საკურორტო ქალაქი იყო საბჭოთა ქალაქებს შორის. რომ იტყვიან, სიცოცხლე დუღდა, აბსოლუტურად ყველა კარგად ცხოვრობდა. მინდა გიამბოთ იქ მაცხოვრებელ ერთ ქართულ ოჯახზე.

ოჯახის უფროსი დიტო, კურორტის საკვებით მომარაგებაში მუშაობდა, შემოსავალი დიდი ქონდა და მისი ოჯახიც კარგად ცხოვრობდა. 7 წლის იყო ნისი ქალიშვილი ნანი, ოჯახმა წითელი როიალი რომ შეიძინა. ამ როიალზე კერძო მასწავლებელი გოგონას დაკვრას ასწავლიდა. მალე არეულობა დაიწყო თბილისში, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დაამხეს ხალხის უმრავლესობით არჩეული მთავრობა, პრეზიდენტი გააქციეს, ამას არ დასჯერდნენ ქვეყნის მტრები და აფხაზეთში შეიჭრნენ, დაიწყეს მარადიორობა, მოსახლეობის ძარცვა, არც კითხულობდნენ ვისი ოჯახი იყო- ქართველებსაც აყაჩაღებდნენ. ერთ საღამოს მამამ ოჯახს როიალის საიდუმლო გაანდო. თურმე წითელ როიალში ბრილიანტები და ძვირფასეულობები დაუმალავს. მეუღლეს აუხსნა, ზუსტად რა ადგილზე იყო დამალული, რა ნივთები იყო და დანის წვერით როგორ შეიძლებოდა სამალავის გახსნა. დიტო ფიქრობდა, როიალს არავინ წაიღებს და მე თუ რაიმე დამემართება, ჩემი ცოლ-შვილი ამ განძით თავს გაიტანსო.

ერთ ღამეს ,,მასკებით” შეიარაღებულები მიადგნენ მათ სახლსაც, დაიწყეს ოჯახის წევრების წამება, მაგრამ დიტოს  ოჯახმა როიალის საიდუმლო არ გათქვა. ყაჩაღებმა ყველაფერი წაიღეს, ძვირფასი ,,ლუსტრები”, ნივთები და როიალიც მიაყოლეს. რამდენიმე ხანში სოხუმზე შტურმიც დაიწყო, ოჯახმა ცარიელ-ტარიელმა დატოვა სოხუმი. ერთ დროს ძალიან მდიდრები, უცებ არაფრის მქონე ღარიბ-ღატაკებად იქცნენ. დიტოს გულმა ვერ გაუძლო ამდენ უბედურებას და გარდაიცვალა. ნანიმ და დედამისმა თბილისში გარევაჭრობა დაიწყეს და ცოტა ამოისუნთქეს. ძლივს ერთოთახიანი ბინა შეიძინეს. დრო მიდიოდა, ნანი წამოიზარდა, გასათხოვარი გახდა. მაშვლებმა მოუხშირეს მათთან სიარული, ნანის ერთი კახელი ბიჭი ჩაუვარდა გულში, რომელთანაც გასაყიდ პროდუქტს ყიდულობდნენ. დედა-შვილს ბიჭი პროდუქტებს იაფად აძლევდათ, საჩურებსაც ჩუქნიდათ, ნანისაც ამიტომ  ჩაუვარდა გულში.

ცოლობა რომ შესთავაზა, ნანის უარი არ უთქვამს, მხოლოდ დედას მარგოს დავეკითხებიო. რა ექნა დედას, რადგან გიყვარს, ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთო. ცხადია, მარგოს არ გამოპარვია ბიჭის კურკური ნანისთან და დედამ გოგოს დაოჯახება არჩია.

ნიშნობამ მოკლე წრეში ჩაიარა, ქორწილი რესტორანში გადაიხადეს. კახეთში, სახლში მისულებს ,,ზალაში” მაგიდა დახვდათ გაწყობილი. რიგრიგობით ულოცავდნენ სიძე -დედოფალს ახლობლები გაბედნიერებას.  ნანიმ უცებ გვერდით გაიხედა და გაშეშდა. ოთახის კუთხეში წითელი როიალი იდგა. მივიდა, ახადა სახურავი, 15 კლავიშს ძლიერ თუ დააწვებოდი, ჩაწეული რჩებოდა. იცნო, მისი როიალი იყო. სასწრაფოდ დედა მოიხმო. მარგო მიიჭრა შვილთან და  მანაც ეგრევე იცნო როიალი. სიძეს ჰკითხა, ეგ როიალი საიდან გაქვთო? აუხსნეს, მამამ აფხაზეთიდან გამოგვიგზავნაო, თავად იქ დაიღუპა, მისი საფლავიც არ ვიცითო. მარგომ უთხრათ, ეს როიალი ჩვენია, ნანის ვუყიდეთ მუსიკა რომ, ესწავლაო. როიალს აქვს სამალავი, რაშიც ნივთები არის დამალული, რამდენიმეს დაგისახელებთ და თანც დანა მომეცითო. მარგომ გახსნა როიალის სამალავი, ამოიღო მისი დასახელებული ნივთები, აიღო ბრილიანტის გულსაბნევი ბროშკა და სიძეს გადასცა- რა ხარჯიც გასწიე, ეს ორმაგად აგინაზღაურებს, როიალიც თქვენი იყოსო. დედა- შვილმა სასწრაფოდ დატოვეს სიძის სახლი.

იაშა

იაშა გაბუნია, ფბ პლატფორმა ,,ნიჭიერთა სამყარო”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close