საზოგადოება

,,მეზიზღება ეს დისტანცირებული სამყარო, სადაც სიყვარული აღარ დარჩა!”

,,ჩემი ცხოვრება დასრულდა მაშინ, როცა მონობის უღელი ნება-ყოფილობით დავიდგით და ჩასახუტებლად გაშლილი ხელების შეგვეშინდა!"

დისტანცია!!!
ჩემი ცხოვრება 18 თვის წინ დასრულდა!
დასრულდა მაშინ, როდესაც ჩასახუტებლად, იოანეს და სალომეს გაშლილ ხელებს მკაცრი გამომეტყველებით შევხედე და ვუთხარი – დისტანცია!
დასრულდა მაშინ, როდესაც მეგობრების, ახლობლების, დედმამიშვილების და საერთოდ საყვარელი ადამიანებისკენ, მოსაფერებლად გაშლილი ხელები უნებურად ჰაერში გამეყინა. დისტანცია!
დასრულდა მაშინ, როდესაც გარდაცვლილ დედის ცხედართან სიახლოვე და დამშვიდობება ამიკრძალეს…
დისტანცია!
დასრულდა მაშინ, როდესაც 5 წლის ლუკასთან მოსანახულებლად მისულს, ჰოსპიტალის კარი მომიხურეს. ის, მე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მელოდა…
დისტანცია!
დასრულდა მაშინ, როდესაც ჩემს წინ კიბეებზე მიმავალ მოხუცს ხელი ვერ შევაშველე და დაეცა….
დისტანცია!
დასრულდა მაშინ, როდესაც სახეზე ნიღაბი ამაფარეს, რომელმაც ჩემი მხდალი და შიშნარევი გამომეტყველება დამალა!
დისტანცია!
ჰოდა, მეზიზღება ეს დისტანცირებული სამყარო სადაც სიყვარული აღარ დარჩა!!!
სადაც უხილავმა ნაწილაკმა ბუმბერაზები ქონდრის კაცებად გვაქცია!
სადაც მონობის უღელი ნება-ყოფილობით დავიდგით და სადაც ჩასახუტებლად გაშლილი ხელების გვეშინია!!!
ნუგზარ (სულა) სულაშვილი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close