სხვა

ვის ელოდება ფინანსური წარმატება ნოემბერში

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოების მიხედვით

ვის ელოდება ფინანსური წარმატება და ვის დიდი ხნის ოცნების ახდენა – ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

.

ვერ­ძი

თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ვერ­ძებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას სიფრ­თხი­ლი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ტაქ­ტი­ა­ნო­ბა საქ­მი­ა­ნი უთან­ხმო­ე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ნო­ემ­ბრის დარ­ჩე­ნი­ლი ორი კვი­რა ფი­ნან­სუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა – შე­მო­სა­ვა­ლი შე­საძ­ლოა იმ პრო­ექ­ტებ­მა მო­გი­ტა­ნოთ, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე პერ­სპექ­ტი­უ­ლად არ გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. მარ­ტო­ხე­ლა ვერ­ძებს თვის ბო­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბის შან­სი ექ­ნე­ბათ.

კურო

ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში კუ­რო­ებს დიდი ხნის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა ელო­დე­ბათ. ეს შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ნა­ძენს უკავ­შირ­დე­ბო­დეს – სა­ცხოვ­რე­ბელს, ავ­ტო­მო­ბილს ან სხვა ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივთს. თვის შუა პე­რი­ო­დი­დან ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა და დატ­ვირ­თვის დრო­ე­ბით შემ­ცი­რე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ემო­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა­სა და დაღ­ლი­ლო­ბის დაძ­ლე­ვა­ში ოჯახ­თან ან პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო და­გეხ­მა­რე­ბათ.

ტყუ­პე­ბი

ტყუ­პე­ბის­თვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბის დრო დგე­ბა. ეს თავ­და­ჯე­რე­ბას შეგ­მა­ტებთ და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. შექ­მნი­ლი პი­რო­ბე­ბი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს, თუმ­ცა ზედ­მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვას უნდა მო­ე­რი­დოთ. თვის შუა პე­რი­ო­დი­დან მარ­ტო­ხე­ლა ტყუ­პე­ბის­თვის ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა – ერთ-ერთი მათ­გა­ნი შე­საძ­ლოა სა­ბე­დის­წე­როც აღ­მოჩ­ნდეს.

კირჩხი­ბი

ნო­ემ­ბერ­ში კირჩხი­ბებს მოქ­ნი­ლო­ბა და მოთ­მი­ნე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ. საქ­მი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თუ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წინსვლა, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ლო­დი­ნი მო­გი­წევთ. მი­უ­ხე­და­ვად შე­ფერ­ხე­ბე­ბი­სა, სა­ბო­ლო­ოდ მი­ზანს მა­ინც მი­აღ­წევთ. თვის მე­სა­მე კვი­რი­დან კი მო­უ­ლოდ­ნე­ლი, თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე მოგ­ზა­უ­რო­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ლომი

ლო­მე­ბის­თვის ნო­ემ­ბე­რი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მერ­კუ­რი­სა და ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დულ­მა მოძ­რა­ო­ბამ შე­საძ­ლოა ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი წინა პლან­ზე წა­მო­წი­ოს. ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა­ში ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. თუ ემო­ცი­უ­რი გა­მო­ფიტ­ვის პირ­ველ ნიშ­ნებს შე­ამ­ჩნევთ, დას­ვე­ნე­ბა­ზე და­ფიქ­რდით.

ქალ­წუ­ლი

ნო­ემ­ბე­რი ქალ­წუ­ლებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ჩე­ნის შანსს მის­ცემს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც მოვ­ლე­ნე­ბი მშვი­დად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა.

ას­ტრო­ლო­გის პროგ­ნო­ზით, შეყ­ვა­რე­ბულ ქალ­წუ­ლებს პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი ელო­დე­ბათ, მარ­ტო­ხე­ლებს კი რამ­დე­ნი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რა და, სულ მცი­რე, ახა­ლი მე­გობ­რის შე­ძე­ნა შე­უძ­ლი­ათ.

სას­წო­რი

მარ­სი­სა და იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა ნო­ემ­ბერ­ში სას­წო­რებს ენერ­გი­ა­სა და მოქ­მე­დე­ბის სურ­ვილს შე­მა­ტებს. პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი გე­ლით, ასე­ვე შეძ­ლებთ დიდი ხნის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის სწრა­ფად გა­და­ლახ­ვას. ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი სას­წო­რე­ბის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­გე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. და­ნარ­ჩე­ნებ­საც ფი­ნან­სუ­რად ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა ელო­დე­ბათ.

მო­რი­ე­ლი

ნო­ემ­ბერ­ში მო­რი­ე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იჩენს თავს. გარ­კვე­უ­ლი დრო­ით უმ­ჯო­ბე­სია რთუ­ლი გეგ­მე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოთ და გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბის­თვის მზად იყოთ. ამ­გვა­რი მიდ­გო­მა მიზ­ნის უფრო სწრა­ფად მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­საძ­ლოა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დეს და მათი დას­რუ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ენერ­გი­ის კლე­ბა და ტემ­პის შე­ნე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა იჩენს თავს.

მშვილ­დო­სა­ნი

შე­მოდ­გო­მის ბოლო თვე მშვილ­დოს­ნებს კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას ჰპირ­დე­ბა. ეს სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა ში­ნა­გან შთა­გო­ნე­ბას მო­გი­ტანთ. ნო­ემ­ბრის შუა პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლის მო­წყო­ბით, და­კავ­დეთ. თვის ბო­ლოს კი მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბავს შე­ი­ტყობთ, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი შე­გიც­ვა­ლოთ.

თხის რქა

ნო­ემ­ბერ­ში თხის რქებს სო­ცი­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. ეს თვე მდი­და­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბით, ნაც­ნო­ბო­ბი­თა და თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით. თვის შუა პე­რი­ოდ­ში ყუ­რა­დღე­ბა ოჯა­ხურ სა­კი­თხებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახ­ში თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­იზ­რდე­ბა, უთან­ხმო­ე­ბებ­სა და კა­მათს თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლებთ. ვი­თა­რე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში კე­თილ­გან­წყო­ბა და სხვე­ბის გრძნო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ.

მერ­წყუ­ლი

ნო­ემ­ბერ­ში მერ­წყუ­ლე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა იქ­ნე­ბა. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან წა­ხა­ლი­სე­ბას უნდა ელო­დოთ – ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ქე­ბა, პრე­მია ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი მივ­ლი­ნე­ბა იყოს. გა­მო­ი­ყე­ნეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის მყა­რი სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად. თვის ბო­ლოს კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­საძ­ლოა დო­კუ­მენ­ტებ­ში შეც­დო­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, ამი­ტომ დე­ტა­ლე­ბის და­მა­ტე­ბით გა­და­მოწ­მე­ბას ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ.

თევ­ზე­ბი

ნო­ემ­ბე­რი ოჯა­ხუ­რი და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნიშ­ნით ჩა­ივ­ლის. მარ­ტო­ხე­ლა თევ­ზებს შე­საძ­ლოა სიყ­ვა­რუ­ლი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ეწ­ვი­ოთ – ისი­ნი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შუ­ა­მავ­ლის როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ. წყვილ­ში მყო­ფე­ბის­თვის კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ნდო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი და ერ­თმა­ნე­თის აზ­რის მოს­მე­ნა. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა და კომ­პრო­მი­სე­ბის ძი­ე­ბის. თვის ბო­ლოს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close