სამართალი და კრიმინალი

ნიკა კენჭოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული, ზურაბ ზვიადაური პატიმრობიდან 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

რა დაასახელა მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის მიზეზად

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და ის პატიმრობიდან 50 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზვიადაურმა გირაო 40 დღეში უნდა გადაიხადოს. მოსამართლის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურას გამოძიება დასრულებული აქვს და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები აღარ არსებობს.

წყარო: პანკისის სათემო რადიო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close