საზოგადოებასიღნაღის ამბები

კახეთის მუნიციპალიტეტებს ახალი სამგზავრო ავტობუსები გადაეცა

ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება

კახეთის მუნიციპალიტეტებს ახალი სამგზავრო ავტობუსები გადაეცა
კახეთში, რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან, პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ქადაგიშვილთან, დავით სონღულაშვილთან, გელა სამხარაულთან და დავით მათიკაშვილთან ერთად დავესწარი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა. პროექტის ფარგლებში „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა განხორციელდა, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
პროექტის ფარგლებში, სიღნაღს 3 ერთეული ახალი, სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით, კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close