საზოგადოება

საქართველოში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა- ბოლო 24 საათში, მიწა 5-ჯერ შეირყა

საქართველოში კიდევ ერთი, შედარებით ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან, ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე სოფელ სამებასთან მიწისძვრები 23:42 საათზე, ასევე 03:19 საათზე დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში ბიძგები 5-ჯერ იყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close