საზოგადოება

,,ერთ რამეს გირჩევთ: ნურასოდეს მოსთხოვთ მილიონერებს დახმარებას, მათ ფული ჩვენი უბედურების ხარჯზე იშოვეს…”

ნუგზარ, სულა სულაშვილი:

_ რამდენიმე წლის წინ ერთმა გოგონამ საქართველოდან წერილი მომწერა. მეგობრის გადარჩენას მთხოვდა, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და სასოწარკვეთილმა მამამ თვითმკვლელობა სცადა.
მეორე დღეს დავუკავშირდი მათ ოჯახს და დახმარება შევთავაზე. რამდენიმე კვირაში მამა და შვილი საფრანგეთში ჩამოვიდნენ. პირობა მივეცი, რომ 16 წლის გოგონას გადაარჩენდნენ და მე, მის ქორწილში თამადა ვიქნებოდი.
მას შემდეგ 5 წელი გავიდა. გოგონას, რომელსაც სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, დღეს უკვე 21 წლის არის. ჯანმრთელი, მხიარული და ბედნიერია. ქორწილი ჯერ არ ჰქონია და მე ისევ ველოდები თამადის საპატიო ადგილს.
ახლა მოვისმინე, რომ საქართველოში 21 წლის ავადმყოფი გოგონას მამამ თავი მოიკლა მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, რომ საკუთარი შვილის გადასარჩენად ვერასოდეს მოაგროვებდა იმ კოლოსალურ თანხას, რასაც მის სამკურნალოდ ითხოვდნენ.
ხალხო, სიკვდილი გამოსავალი არ არის. არც ისეა დაქცეულა მთელი ერი, რომ ყველანაირი იმედი გადაიწუროთ.
ერთ რამეს გირჩევთ: ნურასოდეს მოსთხოვთ მილიონერებს დახმარებას, რადგან მათ ეს ფული გაჭირვებულ ქვეყანაში თქვენი უბედურების ხარჯზე იშოვეს. ისინი ხარბები და გაუმაძღრები არიან.
თავის მოკვლამდე, ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავები მოგვძებნეთ, იქნებ შევძლოთ და გადაგარჩინოთ.

Related Articles

Back to top button
Close