საზოგადოება

,,ჩაიფიქრე მეთქი, რომ დაგიღია ეგ პირი”

რა უნდა გააკეთო, ნატვრა რომ აგისრულდეს

ნატვრა რომ აგისრულდეს, ნატვრა უნდა გქონდეს. ნატვრა თუ გაქვს, მისი არსი კარგად უნდა წარმოიდგინო – როგორ გამოიყურება ასრულებული, რა პრივილეგია მოაქვს და რა მოვალეობას გაკისრებს, ნამდვილად შენს შინაგან აუცილებლობაშია, ნამდვილად შენი ღრმა სურვილებიდან თუ იღებს სათავეს. როგორც კი შენს ნეირონულ ქსელში ამ ნატვრის ცხადი სურათი გაჩნდება, მერე შეგიძლია ბუმბული გამოიტანო, სული შეუბერო და საითაც გაფრინდება, გაყვე. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველა გზაზე დაგხვდება გამოსაცდელად ის, რაც შენს შიგნით უკვე არსებობს.
ჩაიფიქრე მეთქი, რომ დაგიღია ეგ პირი.
ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close