განათლება

ჯეჯელავას უახლესი ინიციატივა – 9 კლასდამთავრებულებს უმაღლესში ჩაბარება შეეძლებათ

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა  სექტემბერში პარლამენტს განათლების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს, რომელიც 9 კლასის სკოლადამთავრებულებს სურვილის შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩაბარების საშუალებას მისცემს. edu.aris.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კერძოდ, თუკი 9 კლასის სკოლადამთავრებულები, პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლიან, მათ საშუალება ექნებათ სკოლის სრული ატესტატი აიღონ და სურვილის შემთხვევაში უკვე უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარონ.

“გვინდა, ჩავაშენოთ სრული 12 კლასის ატესტატის აღების შესაძლებლობა. ანუ 9 კლასის შემდეგ გამოსულ ბავშვებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძლებენ სწავლას შესაძლებლობა ექნებათ, აიღონ სრული, 12 კლასის ატესტატი და, სურვილის შემთხვევაში, უმაღლესში გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close