პოლიტიკა

,,ერთი პოსტი ორთაჭალაშიც გაახსნევინეთ მაგ შაჰ-აბასის შთამომავალს” _ აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა

,,კაი, არაფრის თავი არ გაქვთ, სამშობლოც არ გიყვართ – პროტესტის ნიშნად ჩვენი დიპ-იმპოტენტი ელჩი მაინც გამოიწვიეთ ბაქოდან და ალიევის ელჩი აქედან გაიწვიეთ. რაღაც პატარა პოზიტიური მოგონება ხომ უნდა დარჩეს ხალხს თქვენზე. თუ არა, ერთი პოსტი ბარემ აქეთაც გაახსნევინეთ, ორთაჭალაში, მაგ შაჰ-აბასის შთამომავალს და მადლიერი კიდევ უფრო გაგიფართოვებთ ნავთობ-გაზის მილიარდიან ბიზნესებს” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის მიერ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. პოსტის „კეშიკჩი გალას“ გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ „პოსტის „კეშიკჩიდაგის“(დავით გარეჯი) ტერიტორიაზე გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად“.

 

Related Articles

Back to top button
Close