საინტერესო

აკაკის ჭადრაკი მამამ შეაყვარა_ ,,განთქმული მოჭადრაკე იყო, ვერავინ უგებდა”

სხვიტორში, აკაკი წერეთლის მუზეუმს ახალი ექსპონატი შეემატა

სხვიტორში, აკაკი წერეთლის მუზეუმს ახალი ექსპონატი შეემატა.
ვინც აკაკი წერეთელს კარგად იცნობდა, ყველამ იცოდა როგორ უყვარდა მას ჭადრაკი. ჭადრაკის სიყვარული მგოსანს მშობლების ოჯახიდან გამოჰყვა: ,,მამაჩემი თავის დროზე განთქმული მოჭადრაკე იყო. ვერავინ უგებდა“ – წერს აკაკი.
საფრანგეთში ყოფნის დროს აკაკი სტუმრობდა ხოლმე გველესიანების ოჯახს, ( გრიგოლ გველესიანი 1870-1926 ქართველი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე) სადაც ხშირად იკრიბებოდნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები. ისინი საუბრობდნენ საქართველოს მომავალზე, ლიტერატურასა და თეატრზე. ყოველი შეხვედრისას აკაკი უკითხავდა მათ თავის ახალ ნაწერებს და ამასთან ერთად თამაშობდნენ ჭადრაკს.
გველესიანების ოჯახში დიდი სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდნენ აკაკის.
რამდენიმე წლის წინ კოლექციონერებმა გუგული სარიშვილმა საფრანგეთში მიაკვლია ჭადრაკს, რომელითაც დიდი მგოსანი თამაშობდა. ეს ძვირფასი ნივთი დიდხანს ინახებოდა სარიშვილების ოჯახში.
2018 წელს გუგული და მანანა სარიშვილებმა ჭადრაკი აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმს უსახსოვრეს.
1890 -1910 წლების ფრანგული ჭადრაკის ფიგურები ,,რეგენსის“ პერიოდის ნიმუშით, დამზადებული მრავალგვარი ხილის ხისაგან.
1880-1900 წლების ჭადრაკის და ნარდის დაფა დამზადებული ინგლისში მყარი ხისაგან. გადაკრულია მაროკული (მაროკო) ტყავით.
წყარო: სხვიტორის აკაკი წერეთლის მუზეუმი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close