საზოგადოება

გინება,  მუქარა  და  სიძულვილის  ენა  სოფიო  კილაძის  ფეისბუქგვერდზე                                                                                               

საქართველოს  პარლამენტის  ადამიანის  უფლებათა  დაცვის  კომიტეტის  თავმჯდომარემ,   ქალბატონმა სოფიო  კილაძემ,  ამა  წლის  19  ივლისს,  დაახლოებით  22  საათზე,  თავის  პირად  ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა  ერთ-ერთ  გამოცემის  საშუალებით  გავრცელებული  ნიუსი,  საიდანაც  მისი  საპარლამენტო აქტივობა  ფიქსირდება: ” ჩვენ  გვჭირდება  ძლიერი  სოციალური  და  ეკონომიკური  პოლიტიკა,  რათა სახელმწიფომ  თავისი  პოზიტიური  ვალდებულება  შეასრულოს  ადამიანის  უფლებების  დაცვის მიმართულებით ”  –  დაუკოპირებია  სათაური  ცნობილ  იურისტს  და  უფლებადამცველს  მასალის აღწერისთვის  განკუთვნილ  ველში.  ამაში  ახალი  და  უცნაური  არაფერია,   რამეთუ  მთელი  პლანეტის მასშტაბით,  ცნობილი  ადამიანები  ( და  მათ შორის, რა  თქმა უნდა,  პოლიტიკური მოღვაწეებიც) სრულად  ითვისებენ  თანამედროვე  ტექნოლოგიებს  და  ინტერნეტის  უკიდეგანო  სივრცეში,  მზარდი ინფორმაციული  ნაკადების  პარალელურად,  საკუთარ  პერსონებს  შეძლებისდაგვარად  არეკლამებენ.

ბევრი  რომ  არ  გაგვიგრძელდეს  შესავალი,  გადავიდეთ  მთავარ  თემაზე;  პოსტის  გამოქვეყნებისთანავე, კომენტარებისთვის  განკუთვნილ  პირველსავე  გრაფაში,  ცნობილი  ჟურნალისტი  და  ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია,  ახალბედა  პოლიტიკოსი  ქალბატონის  სამთავრობო  გზავნილს  შემდეგნაირად  გამოეხმაურა;  ” სულ  სადღეგრძელოებში  როგორ  უნდა  იყოთ.”  გამზარდიას  კორექტულ  სარკაზმს, უფლებადამცველმა  ქალბატონმა  ასე  უპასუხა: ” არჩილ,  რომელია  სადღეგრძელო ?  სოციალური შემწეობების  სისტემის  რეფორმის  რეკომენდაციას  რომ  ვაძლევთ  მთავრობას  თუ  პენსიების  გაზრდის ?  თუ  ქრონიკული  უფასო  მედიკამენტების  ჩამონათვალის  გაზრდის  რეკომენდაციას ?  ან  იქნებ უსახლკარობის  პოლიტიკის  შემუშავების  სტრატეგიაა  სადღეგრძელო ? ”
” ის,  რომ  წლებია  პრაქტიკულად  არცერთი  სისტემა  არ  გაუმჯობესებულა,  ერთის  გარდა  და  ეს მუდმივი  რეკომენდაციები  და  გეგმები  არ  მთავრდება,  მხოლოდ  სადღეგრძელოები  და  არა  შედეგი.’‘ სრულჰყო  თავისი  განწყობა-შეფასება,  ტელეკომპანია  ”იბერიას”  ერთ-ერთმა  სახემ.

ამ  დისკუსიის  ამსახველ  ინტერნეტ-სტენოგრამას,  არც  შემოგთავაზებდით,  რომ  არა  შემდეგ განვითარებული  მოვლენები.  ეს  უწყინარი  კომენტარები  შარშანდელი  თოვლივით  არავის ემახსოვრებოდა,  რომ  არა  ის  ლანძღვა-გინება  და  მუქარები  ჟურნალისტების  მისამართით,  რომელ მუქარებსაც  ადგილი  ჰქონდა  საქართველოს პარლამენტის  ადამიანის  უფლებათა  დაცვის  კომიტეტის თავმჯდომარის  პირად  გვერდზე.  ალბათ  ცნობისმოყვარე  და  დაკვირვებული  მკითხველი დასაწყისშივე  იკითხავს:  რა,  განა  ქალბატონი  სოფიო  აგებს  პასუხს   ყველა  იმ  სიტყვაზე,  რომელი  მის  ელექტრონულ  ტერიტორიაზე   გაჟღერდებაო ?!   თუმცა  აქვე,  ფაქტებით  გიპასუხებთ,   რომ  ქალბატონმა კილაძემ  არათუ  შენიშვნა  მისცა  ვინმე  ამირან  გაბაიძეს,  რომელიც  არანორმატიული  ლექსიკით  საუბრობდა  და  იმუქრებოდა,  არამედ  ის დაიცვა,  საკმაოდ  აკადემიური  და  ზომიერი  გამზარდიას  ასეთივე  კომენტარებისგან.  მივყვეთ  მოვლენებს  თანმიმდევრულად,  როგორც  იტყვიან, ქრონოლოგიური  სიზუსტით.

არჩილ გამზარდია: –  ისე,   რატომაა  რომ  შენ  ვერცერთხელ   ვერ დაგითანხმე  გადაცემაში  ჩართვაზე ? ესეც  სწორი  საქციელია ?

სოფო კილაძე  –   სწორი  საქციელია  რას  ნიშნავს  ?

არჩილ გამზარდია  –  სწორად  იქცევი,  რომ  არ  მერთვები-თქო?

სოფიო კილაძემ    ჟურნალისტის   კითხვა   უპასუხოდ   დატოვა …
როგორც   გამზარდიას  ნაწერიდან  ირკვევა,  საქართველოს  პარლამენტის  ადამიანის  უფლებათა დაცვის  კომიტეტის   თავმჯდომარემ,  მისგან  არაერთი შეთავაზების  მიუხედავად  არ  ჩათვალა საჭიროდ    ”იბერიას”   აუდიტორიის   წინაშე,  კითხვებზე  პასუხების  გაცემა,  ანუ,  როგორც ჩანს,   ეს  ქალბატონი  არჩევს  მისთვის  სასურველ  მედიასაშუალებებს  და  მათთან   თანამშრომლობს  როგორც კანონდებელი.  თუმცა  ეგეც  იქეთ  იყოს…

სად   იყო და სად  არა,  სოფიო  კილაძის   ”დასახმარებლად”   ვინმე  ამირან  გაბაიძე  გამოჩნდა,  რომელმაც არჩილ  გამზარდიას  შემდეგნაირად  მიმართა  – ” ნამეტანი   ნუ  გაუტიე   ეხლა.  მართლა  მლიქვნელო.  შენ ყველაფერთან  ერთად  უზრდელიც  ყოფილხარ  და  მიხედე  შენისთანა  ნაძირლებს.  გაგცემ შენთვის საკადრის  პასუხს  რისი  ღირსიც  შეიქმენი,   ტელევიზიის  ხელოვნურად  შექმნილო  წამყვანო.  ზღვარს ნუ  გადადიხარ  და  ჭკუას  მოუხმე.  ისედაც  დაპნეული  გაქვს  ნაცების  გზაზე.”
– ” თქვე  მართლა  მედროვეებო,  თქვენნაირი  მლიქვნელები  ხმას  არ  უნდა  იღებდნენ  და  კიდეც  ბედავთ  ენის  ტრიალს.  ამ  კომკავშირლებს  კიდევ  მეტად  აგიჟებთ .  სამარცხვინო  ხართ.”  გამოეხმაურა მოიერიშეს  ადრესატი,  თუმცა  ვინმე  გაბაიძე,  რომელიც  სოფიო  კილაძის  გვერდიდან  საზოგადოებას მიწაზე  მომუშავე  აჭარელ  გლეხად  გაეცნო,  არ  ცხრებოდა…  თავის  მხრივ  არც  მასპინძელი  დარჩა ვალში  თავისივე  მეხოტბეს  და  გამზარდიაზე  პერსონალური  შეტევები  პრაქტიკულად  შეუქო,  რითაც  მის  უტაქტო  გამოხტომებს  მწვანე   შუქი  აუნთო.

სოფო  კილაძე  –  მადლობა,  ამირან !  ძალიან  ვწუხვარ,  რომ   შეურაცხყოფა  მოგაყენეს  და  თქვენი  აზრის გამოხატვა   მლიქვნელობად   შეაფასეს.   ყველანაირ  აზრს  ვცემ  პატივს,  მათ  შორის  კრიტიკულსაც ხელისუფლებისადმი,  მაგრამ   ერთადერთი   რასაც   პატივს   ვერასდროს   ვცემ,   სხვისი შეურაცხყოფაა.”

30 – იანი  წლების,  საბჭოთა  პროპაგანდისთვის  ცნობილი  ხელწერა,  შეზავებული  (ერთობ უცნაურად) ეროვნულ  განწყობებთან,  ქება-დიდების  რეტრო  ფორმატში,  ურთიერთპატივისცემის  გამოხატვით  გაგრძელდა.

ამირან გაბაიძე  –  მადლობა  ჩვენო  რჩეულო  ხმოსანო  ეროვნულ  სათათბიროში,  თქვენ განურჩევლად, თქვენეული  ღირსეული  გადაწყვეტილებებით  მოემსახურეთ   ერს   და  მე  ვინა  ვარ,  რიგითი  მოქალაქე. ილიას   ესროლეს,   მერაბი  მოკლეს   კომუნისტებმა,   ბიძინას   მარჯვენას   აჭრიან,  რატო  კარგი აგიშენებიაო   ( არსაკიძის   მსგავსად )  და  არ   მწყინს.

ილიას  და  მერაბ  კოსტავას  განვლილი  გზა   რომ  არ  დავაკავშიროთ   ამ  ამბავს,  აქვე  დავამატებ,  რომ  ” რჩეულ  ხმოსანს ”,   ანუ  ქალბატონ  კილაძეს,  არც  შემდგომ  შეუწუხებია  თავი  და   სიძულვილის  ენით  მოსაუბრე   პირისთვის  კატეგორიულ  ტონალობაში   შენიშვნა  არ  მიუცია,   მას  მერე,  რაც ჟურნალისტებს;  არჩილ  გამზარდიას  და  მეც,   ამ მასალის ავტორს,  (  ზაზა სვანაძეს – ავტ. ) სოციალურ  ქსელში   ამირან   გაბაიძედ   დარეგისტრირებული   მოქალაქე,   მიწაზე  ფორთხვით დაგვემუქრა.  მაგრამ   ჩემზე  განოხრციელებული  ვერბალური  თავდასხმა,  რომელიც  მე  ( აქვე აღვნიშნავ ) არანორმატიული ლექსიკით,  ( ანუ  ჩემი აზრით, )   მეორე  მხარისთვის  გასაგებ  ენაზე  მოვიგერიე   და რომელი  კომენტარებიც   ქალბატონმა   კილაძემ   ნაწილობრივ   წაშალა,  იქეთ   იყოს.   ნამდვილად  არ მსურს   მხარედ   წარმოვჩნდე   და   ჟურნალისტური   საქმიანობა   პირადი   ანგარიშსწორებებისთვის  გამოვიყენო;   რომც  შევეცადო,   ამის  საშუალებას   თავად  პოსტის  ავტორი   არ  მომცემს,  სხვა  თუ არაფერი,  ის  ხომ   იურისტია  ?

გავაგრძელოთ   ნომერ  პირველი  უფლებადამცველის  ანგარიშის  ანალიზი  –  როგორც   ჩანს,  მის პროფაილზე   მიჯაჭული  ამირანის  აგრესიულ  კომენტარებს,  რომელი  კომენტარებიც  ქალბატონმა კილაძემ   სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლებად  შერაცხა,   წაშლა  არც  მას  შემდეგ  უწერია,  რაც  ეს სტატია   მზის   შუქს  იხილავს.

” შენ  ღირსება  აღრილო  არა  რაობავ,  შენ  რომ  გგონია  ძარღვებში  სისხლი,  ფეკალიაა.  თავს გაუფრთხილდი  უთავო  არა  რაობავ.  რაც  შეეხება  დებუტატს,  ქალბატონ  სოფოს  ჩვენ  ავირჩევთ  ზემო აჭარიდან   მაჭორიტარს.  არავის  რეგალიები  არ  ჭირდება  მას.  შენ  რომ  გევასება. იმ  ხალხის  დრო  რომ იყოს კი იცი რაც  მოგივიდოდა,  შე  მანქურთო.  მე  მოგხედავ  და  გიმკურნალებ  შე  ჩემო  საწვრთნელო პაციენტო  დაგაგაგებინებ  სად  დაუკრეფავში  ბანაობ  ნაძირალა.  ”

” თავი  ნუ  მოგაქვს  შე  “ცარიელო ბიდონო”  და  სიტყვებს  გაუფრთხილდი  და  მიფრთხილდი  შე უზრდელო  თორემ  რაც  არ  გინახია  იმას  განახებ.”  –

”  რა  მჩატე  ყოფილხარ  და  უზრდელი შენ  ქალბატონებთან  ქცევის  წესიც  არ  გცოდნია  შე  ახვარო  და რა  პასუხის  ხირსი  ხარ  ნაძირალა.  მაგ  უტვინო  გასიებულ  არაფრის  მთქმელ  თავს  გაუფრთხილდი ბიძიკო. ” – სტილი  აქაც დაცულია,  თავისი  გრამატიკული  თუ  ორთოგრაფიული  შეცდომებით.

ამ  ტიპის  და  უფრო  მძაფრი  შინაარსის  მქონე  კომენტარები  ( რომელ  კომენტარებსაც  სტატიაში ეთიკური  მოსაზრებების  გამო  არ   წარმოგიდგენთ )  ქვეყნის  ნომერ  პირველი  უფლებადამცველის გვერდზე  ახლაც  დევს!  როგორც  ჩანს,  ქალბატონ  სოფიოს  არ  სურს  აგრესიული  მეხოტბის განაწყენება.  აქვე,  დამატებით,  სრული  სიცხადისთვის  წარმოგიდგენთ  ე.წ.  სქრინშოტებს, ფოტომტკიცებულებების  სახით,  რათა  თავად  გააკეთოთ  დასკვნა,  თუ  რასთან  გვაქვს  საქმე. საზოგადოებას  გვაქვს  უფლება  ვიცოდეთ,  თუ  როგორ  რეაგირებს  ჩვენს  მიერ  არჩეული ხელისუფლების  ერთ-ერთი  სახე,  მედიის   წარმომადგენლების  მხრიდან   მისდამი  კრიტიკაზე,  და ისიც უნდა ვიცოდეთ,  რომ   ამ  ქალბატონის  ვოლზე  აზრის  გამოთქმისას,  სიფრთხილე  უნდა  გამოვიჩინოთ,  სხვა  თუ  არაფერი,  ის  ხომ  აჭარელი  გლეხების  სიტყვისა  და  გამოხატვის  უფლებებსაც  იცავს  აბეზარა  ჟურნალისტებისგან  ?  

აღნიშნულ  მასალას  კი,  ქართული  უფლებადაცვითი  სფეროს  ახალბედა  დედოფლის,   სოფიო  კილაძის  მორიგ  კომენტარს  გვირგვინად   დავადგამთ  თავზე,   ( რომელიც   მან  იმავე დისკუსიის  ფარგლებში  არჩილ  გამზარდიას  მიუძღვნა  )  ” ვერაფერს  დამაკლებ,  არჩილ,  შენზე იმეტყველებს  ეგ   ძალიან  კარგად,, შენი   როგორც   ჟურნალისტის   ძალიან   დაბალ   დონეზე.   ასეთი  დონის ჟურნალისტებთან  მირჩევნია   არ  შევიდე  დებატებში,  აზრი   არ  აქვს. ”

” სახელმწიფომ  თავისი  პოზიტიური  ვალდებულება უნდა  შეასრულოს  ადამიანის  უფლებების  დაცვის მიმართულებით ”  –  ესეც  სოფიო  კილაძის  სიტყვებია,  უბრალოდ  პარლამენტის  ტრიბუნიდან გაჟღერებული  და  შემდეგ  ” ინტერპრესნიუსით ”  ტირაჟირებული .

P.S.  ვირტუალურ  სივრცეში  ამირან  გაბაიძედ  წარმოდგენილი  პიროვნება აგრძელებს პერსონალურ თავდასხმებს,  ამჯერად  პირადი  შეტყობინების  სახით,  თუმცა  მის  პროვოკაციულ  გამოხტომებზე აყოლას,  ის  გვირჩევნია,  რომ  ჩვენ,  ჟურნალისტები  ერთხელ   მაინც  ავმაღლდეთ   ქალბატონ   სოფიოს დონემდე  და  მის  ფეისბუკ  გვერდზე  განვითარებულ   ამბებზე   ვწეროთ.

ზაზა სვანაძე

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close