საინტერესო

„მეზობლის ფანჯარა“- ნუცა დუჩიძის ახალი ნამუშევრების გამოფენა

„მეზობლის ფანჯარა“- ასე ჰქვია ნუცა დუჩიძის ახალი ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ორბელიანის 20/4-ში გაიმართება. ძველი სარკმელი, კედელი, კარები და სოფლის ღობე- ყველაფერი, რაც ადამიანში თბილ მოგონებების აღძრავს, მხატვრის ნამუშევრების ინსპირაციაა. გამოფენა გაიხსნება შაბათს, 7 მარტს 15:00 სთ-დან და გაგრძელდება 3 დღე (7, 8, 9 მარტს). გამოფენაზე გამოტანილი ყველა ნახატი შესულია კატალოგში, რომელიც სტუმრებს ადგილზე დაურიგდება.
„მობრძანდით „ტოტალ შარმის“ შენობის წინ, ულამაზეს შუშის დარბაზში და იმოგზაურეთ თბილ მოგონებებში“- ნუცა დუჩიძე.

Related Articles

Back to top button
Close