საზოგადოება

,,საქართველოს რკინიგზაში შევიდეს აუდიტი და გარწმუნებთ, იქ გაფორმებული ტროლების დათვლა გაუჭირდება”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ თალაკვაძემ სინდისის ყველა ძარღვი ამოიგლიჯა. ამტკიცებს, ტროლებს და ფეისბუკ–ზონდერებს ბიუჯეტიდან არ ვაფინანსებდითო. არა ბიჭო, ბიძინას საკაცობრიო იდეებით აღფრთოვანებულნი წერდნენ ყველა სისაძაგლეს. მაშინ რატომ არიან გაფორმებული ეს არამზადები მასობრივად საქართველოს რკინიგზაში? უმაღლესი ხელფასებით, თან ისე,რომ დღემდე სამსახურში ისინი არავის უნახავს. ამიტომაც გახდა ბიუჯეტში ყველაზე დიდი მილიარდების შემომტანი ორგანიზაცია გაკოტრების სიმბოლო. შევიდეს დღესვე ნეიტრალური აუდიტი და გარწმუნებთ, დათვლაც გაუჭირდება ამ დივიზიების.

Related Articles

Back to top button
Close