სიღნაღის ამბები

,,პირდაპირ გვეუბნებიან, ჭირსაც წაუღიხართ, დაიხრჩეთ ქაქშიო” _ სიღნაღში მოსახლეები ნაგავში იხრჩობიან

ეს სტატია ერთი თვის წინ გამოქვეყნდა ,,ალია”_ში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შეგვპირდა ( წერილში გაეცნობით _ ნ.ვ.), მას შემდეგ ყური არავის შეუბერტყავს და ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურად, შიშით ელოდებიან გაწვიმებას, ხევის ადიდებას და საკუთარი კარმიდამოს სოფლის ნარჩენებით გაბინძურებას, ყურადღებას არავინ აქცევს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამოფხიზლების მიზნითა და სურვილით, ამჯერად euronews.ge აქვეყნებს აღნიშნულ წერილს.

 euronews.ge -ს რედაქტორი და დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი.

,, ხელისუფლების დაუდევრობით, უგულისყურობითა და მოსახლეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების შედეგად საშინელ სიბინძურეში მყოფმა სამმა ოჯახმა სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან დასახმარებლად ,,ალიას“ მიმართა. გვითხრეს, რომ ყველა მედია საშუალებას შეატყობინეს რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან – «რუსთავი 2»-იც ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ არავინ დაინტერესებულა.

,,თქვენი იმედიღა დაგვრჩა. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ყურადღება არ მოგვაქცია, ანტისანიტარიაში და სიბინძურეში გვიწევს ცხოვრება. სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ სუფთა ჰაერი ვერ ჩაგვისუნთქავს, საშინელი ჭუჭყის გამო, მწერები და გველები შემოგვესია, პატარა ბავშვებს სახლიდან გარეთ ვერ ვუშვებთ, თუმცა ჩვენი სახლებიც ავარიულ მდგომარეობაშია და როდის ჩამოინგრევა, ღმერთმა უწყისო“ – შემოგვჩივლეს მათ.

დაუჯერებელი ამბავი, რომელსაც დაზარალებული ადამიანები თავად მოგვიყვნენ, სიღნაღის მუნიციპალიტეტისსოფელი ვაქირის ცენტრში, ნავის უბანში ხდება. ხევი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჩამოდის, წლების განმავლობაშიარავის გაუსუფთავებია, ამიტომაც გამტარი გვირაბი გაჭედილია და ჭუჭყი, რომელიც წვიმის დროს ხევის ადიდებას მოჰყვება, მოსახლეობის ეზოებში მიედინება. როგორც გვითხრეს, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლისაქმის კურსშია, მაგრამ საქმეს არავინ აკეთებს და საშინელ სიბინძურეში მყოფ ოჯახებს წლების განმავლობაშიდაპირებებით კვებავენ.

ოთარ ჯანიკაშვილი, დაზარალებული:

– ამ სოფლის მკვიდრი ვარ. ეს სახლი 2006 წელს ვიყიდე. მაშინ ასეთი პრობლემები არ გვქონდა. ხევი, რომელიც სოფლის ზედა ნაწილიდან იწყება, ცენტრალურ მაგისტრალს კვეთს და ჩვენ სახლთან ჩამოდის. კომუნისტების დროს, ხევზე ააშენეს ე.წ. ბოგირი და ჩვენი ეზოს ქვეშ, მიწაში გააკეთეს ბეტონის გამტარი გვირაბი, რომელსაც მოვარდნილიწყალი უნდა გაეტარებინა. წინათ ბოგირის ქვედა ნაწილსა და წყლის გამტარს სახელმწიფო ასუფთავებდა, რადგან ეს ყველაფერი მათ ეკუთვნით, მაგრამ ბოლო პერიოდში აღარ წმენდნენ და პრობლემაც ამის გამო გაჩნდა. 4 წლის წინდაიწყო ჩვენი, სამი ოჯახის უბედურება. წყალს ჩვენს ეზოებში შემოაქვს ის ნარჩენები, რაც ხევს მოაქვს მოვარდნის დროს. ათასგვარი სიბინძურით ისე ივსებასაცხოვრებლის წინა ტერიტორია, ოთახებიდან გამოსვლას ვეღარ ვახერხებთ. მაღალყელიან ბოტებს ვიცმევთ და ისევ მოძრაობთ საკუთარ ეზოში, 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველი წვიმის დროს, სანამ მიწა არ გაშრება. მერე კივიწყებთ სიბინძურისგან ეზოების გასუფთავებას. წარმოიდგინეთ, 4 წელი ამ დღეში ვართ და ჩვენი პატრონი დამშველელი არავინ არის. ისეთი ძალა აქვს მოვარდნილ ჭუჭყიან წყალს, მის მოტანილ ნაგავს, რომ ქვითკირის ღობეები დაგვინგრია. ხვლიკებით, გველებით, ბაყაყებით, მწერებით სავსეა ჩვენი კარმიდამო. გუშინაც მოვკალი ჩემსეზოში გველი. ორი შვილი მყავს და ბავშვებს ამ სიბინძურეში ვაცხოვრებ. სხვაგან წასასვლელი არ მაქვს, თორემ აქ როგორ გავჩერდებოდი. ჩემი 2 მეზობელიც იგივე მდგომარეობაშია, თუმცა პირველ დარტყმას ჩემი ეზო და სახლიიღებს. ისე აქვს შეწოვილი მიწას ეს ბინძური წყალი, რომ ეზოში, ნებისმიერ ადგილზე ბარი რომ დაარტყა, კანალიზაციის წყალი ამოხეთქავს. საშინელი სუნი დგება, პირბადეებით დავდივართ. 4 წელია ვიბრძვი იმისათვის, რომ ხელისუფლების იმ სტრუქტურებმა, ვისაც ამ ხევის, ხიდის ქვედა ნაწილისა და გამტარის გასუფთავება ევალება, საქმე გააკეთონ და გაასუფთავონ. ჩვენ მათი უპასუხისმგებლობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამოვართ ასეთ საშინელ დღეში.

 – ვის შეატყობინეთ თქვენი მდგომარეობა და რას გეუბნებიან?

– სიღნაღის მერს, გუბერნატორს, საკრებულოს თავმჯდომარეს… ყველს, ყველას, მაგრამ თავიდან მიცილებენ, ხვალ დამირეკე, ზეგ დამირეკეო, მეუბნებიან. 2-ჯერ ვიღაცები მოვიდნენ და ფოტოები გადაიღეს, მაგრამ სულ ტყუილად. ზოგი მეუბნება, საგზაო დეპარტამენტის გასაკეთებელია და განცხადებას იქ გადავგზავნითო. ზოგიც, ინფრასტრუქტურის გასაკეთებელიაო. არჩევნების დროს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი იყო ჩამოსული და საკუთარი თვალით ნახა, რამდგომარეობაც გვქონდა. ჯერ აქეთ შემოგვიტია, თქვენს კუთვნილებაში რატომ უნდა შემოვიდეთ და გავასუფთავოთო. ავუხსენით, რომ ეს სახელმწიფოს გაკეთებული გვირაბი იყო და არა ჩვენი წინაპრების, სახელწიფო ქონების მიუხედავობის შედეგად ვიყავით დაზარალებულები, მერე დაგვპირდა, კაცურ სიტყვას გეუბნებით, ხვალიდანვეშევუდგებით ამის გაკეთებასო, მაგრამ ტექნიკისთვის საწვავი მაინც თქვენ უნდა შეიძინოთო. ამაზეც დავთანხმდით, ოღონდ გვშველებოდა. აი, ეს არის მაგათი კაცური სიტყვა, დღემდე სიბინძურეში ვიხრჩობით. ხიდი და გამტარი გვირაბი მთლიანად უნდა გასუფთავდეს ან სხვა ხიდი გაკეთდეს და მაშინ ამოვისუნთქებთ, მაგრამ არ უნდათ ჩვენსგამო ფულის დახარჯვა, რადგან ხალხი არავის ედარდება. სოფელში მერის წარმომადგენელმა გადმომცა ზემდგომების დანაბარები, მაგას დიდი თანხები სჭირდება და ბიუჯეტში არ გვაქვსო. ანუ პირდაპირ გვეუბნებიან, ჭირსაც წაუღიხართ, დაიხრჩეთ ქაქში და დაიხოცეთო. ჩვენ კიდევ იმდენი ფინანსები ვინ მოგვცა, ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ?

 – სასამართლოს რატომ არ მიმართავთ, იქნებ მან აიძულოს ხელისუფლების სტრუქტურები, თავისი გასაკეთებელირომ გააკეთონ?

– მაგაზეც ვიფიქრეთ, მაგრამ როგორი უსამართლო, დაკვეთების შემსრულებელი სასამართლოც გვქონდა სააკაშვილის დროს, ისეთივეა ახლაც. არ მჯერა, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს ამ დავას, ამიტომაც არ მივმართავთ სასამართლოს. ისევ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების სტრუქტურებთან ბრძოლაში გვერდით დაგვიდგებით და ერთად ვაიძულებთ მათ, ის საქმე აკეთონ, რაც ევალებათ. მეორე პრობლემაც გვაწუხებს სამივე ოჯახს, რომელიც ასევე არის სახელმწიფოს მოსაგვარებელი. ჩვენი სახლებისუკან გადის ცენტრალური სამანქანო გზა, სადაც წვიმის დროს გუბდება წყალი და სახლის კედლებიდან ჩვენთანშემოდის. წინ სოფლის ნაგავი, ტალახი და სიბინძურე გვახრჩობს და უკან, შარაგზიდან შემოვარდნილი წყალი.

 ლია ტურიაშვილი, დაზარალებული:

– ოთარის გვერდით ვცხოვრობ. ჩემი ეზოს ქვეშაც გადის ხევის გვირაბი. ამას წინათ წყალი მოვარდა, ეს გვირაბიმოულოდნელად ჩაინგრა და შიგ ჩავვარდი. ძლივს ამომათრიეს. სიკვდილს გადავრჩი. ეზოში საღორე გვაქვს დაცხოველებიც წყალში ცურავდნენ. იმის საშუალებაც სად მაქვს, ჩანგრეული გვირაბი კაპიტალურად გავაკეთო და ეზოში, საშიშროება ავირიდო. თხელი თუნუქი დავაფარე და იმაზე დავდივართ. ყოველ წუთას შეიძლება, ვინმე იმსხვერპლოსდა ჩავარდეს. სახელწიფოს გასაკეთებელია, მისი კუთვნილებაა და გასუფთავებაც და შეკეთებაც მისი ვალდებულებაა, მაშ ვისი? წვიმის დროს, ეზოში ბინძური წყალი რომ მოვარდება ხოლმე, მეორე სართულზე გავრბივართ და ღმერთსვევედრებით, იქამდე არ ამოვიდეს. სახლის უკანა მხრიდან მოვარდნილმა წყალმაც გადმოხეთქა კედელი და სახლიდამიტბორა. საძინებელ ოთახებში იატაკი ჩაგვენგრა და ორმოები გაჩნდა. ხელმოკლედა ვცხოვრობ, ამდენი რამისგაკეთება სად შემიძლია? გაუსაძლის ყოფაში ვართ სახელისუფლებოს დაუდევრობის გამო და არც ის უნდათ, დაგვეხმარონ, მდგომარეობა გამოასწორონ.

 ხიზო დემეტრაშვილი, დაზარალებული:

– წვიმის დროს ხევის გაბინძურებული წყლით რომ ივსება ეზო, მე და ჩემი შვილი სახლში ვიკეტებით. არაერთიგანცხადება დავწერე მეზობლებთან ერთად, მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ყურადღებას არავინგვაქცევს. რამდენ ხანს გავძლებთ ამ ყოფაში, არ ვიცი. ყველა წვიმის მოსვლას შეშინებულები ველოდებით. დაგვცინიან. სახელმწიფოს აღმოსაფხვრელია ხევის გამო წარმოშობილი პრობლემაც და ცენტრალურმაგისტრალთან დაკავშირებული წყლის შემოვარდნებიც, მაგრამ იმაზეც თანახმა ვართ, ტექნიკაში საწვავი ჩვენ ჩავასხათ და გაწმენდითი სამუშაოები როგორმე ჩატარდეს, მაგრამ არც ამას აკეთებენ, საერთოდ არაფრად გვაგდებენ.

4 წელია სახლებში საშინელი სიბინძურე გვაქვს. ვის მივმართოთ, აღარ ვიცით. სანამ მსხვერპლით არდასრულდება ეს ამბავი, იქამდე ყურს არ შეიბერტყავენ. არადა, ბოლო აუცილებლად ეს იქნება.

 სიღნაღის მერია, საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეეცადნენ, ,,ალიას“ ჟურნალისტისთვის და სამი დაზარალებული ოჯახისთვის თვალში ნაცრის შეყრითა და ერთმანეთზე გადაბრალებით თავის დაძვრენას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა გადმოგვცა წერილები, სადაც წერია, რომ კომპანია «აი ჯი ეიჩი» 2019 წლის მაისში ატყობინებს საავტომობილო გზებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ მათ დაევალათ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდების საავტომობილო გზაზე, ხუთმილა წყალთან მოსახლეობის სახლებისა და ეზოების დატბორვის საკითხის შესწავლა, ამ ტერიტორიაზე არის სანიაღვრე არხი, რომელიც არ ეკუთვნის საავტომობილო გზებს, ამიტომ ეს საკითხი სცდება ჩვენს კომპეტენციასო. ანუ ამ წერილებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიგვანიშნა, რომ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელია.

ამის შემდეგ კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი შიოლაშვილს შევეხმიანეთ, რომელმაც არ უარყო, რომ ამ ოჯახების მდგომარეობის შესახებ ყველაფერი იცის, ,,მე ვიყავი ამ ოჯახებშისიღნაღის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს. გავეცანით პრობლემას, იქვე გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმარებოდა ოჯახებს ტრაქტორით, მანქანებით დაერთობლივად ჩატარდებოდა სამუშაო. როდესაც იქნებოდა მზაობა ამ ოჯახებიდან, რომ მათი ჩართულობითმოგვარებულიყო ეს საქმე, მაშინვე დაიწყებოდა სამუშაოები. არ ვიცი, მიაკითხეს თუ არა მათ მუნიციპალიტეტს, ან რა უთხრეს“ – გვითხრა შიოლაშვილმა.

ცხადია, ამის შემდეგ სიღნაღის მერს, გოგი გოგოლაშვილს გადავურეკეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ეს საქმე საგზაო დეპარტამენტმა უნდა მოაგვაროს. საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილის თქმით კი, აღნიშნულისაკითხის მოსაგვარებლად საჭიროა დიდი ფინანსები, დაახლოებით ნახევარი მილიონი, ეს თანხა კი რაიონს არ აქვს. თუმცა საკრებულოს კომპეტენცია ცდება და ეს საკითხი მერიამ და საგზაო დეპარტამენტმა უნდაგადაწყვიტონ. როცა ვიკითხე, მითხრეს, რომ საგზაო დეპარტამენტს გაუგზავნეს წერილი, დანარჩენი არ ვიციო.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ თავად დაგვირეკა და განგვიმარტა, თქვენი ზარის შემდეგ ვესაუბრე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, შემპირდნენ, რომ ორშაბათისთვის მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით დაეხმარონ ამ ოჯახებს პრობლემის გადაწყვეტაშიო.

ჩინოვნიკების კომენტარებიდან გაიგეთ რამე? მიხვდით, რომელი უწყების მოსაგვარებელია აღნიშნულიპრობლემა? ჩვენ ვერა. ხოდა, აბა წარმოიდგინეთ, ამ მოჯადოებულ წრეში რა უნდა გააწყოს რიგითმა მოქალაქემ, როგორ უნდა იპოვოს სამართალი? იმედია, «ალიაში» რომ დაიბეჭდება ეს სტატია და კარგი შოლტი მოხვდებათ, გატოკდებიან. ვნახოთ!

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Back to top button
Close