პოლიტიკა

,,როდესაც ხელისუფლებაში ივანიშვილის ბარტყები არ დარჩებიან, ეს იქნება ივანიშვილის წასვლა”

,,არ დაიჯერო, არ დაიჯერო... ის აქ არის... არსად წასულა"

ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ლეიბორუსტული პარტიის ლიდერი ბრიფინგით გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილი:

_ ტირანმა კვლავ მიმართა ჩვეულ ტრიუკს და ამჯერადაც ჩაიმალა, რადგან ოპოზიცია ვერ გატეხა, ვერ შეიტყუა პარლამენტში, შერჩა ერთპარტიული, პარლამენტად წოდებული მარაზმი. ახლა მისი სურვილია, გადაარჩინოს ჩვენთვის მოპარული მილიარდები, შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება, სირაქლემისეული ჩამალვით ქვიშაში, მაგრამ გალაკტიონიდან დავიწყოთ: ,,ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება” და დები იშხნელებით დავამთავროთ: ,,არ დაიჯერო, არ დაიჯერო!” ის არსად წასულა, არც აპირებს! შესაბამისად, რეჟიმის შეცვლა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი არჩევნების თარიღი გამოცხადდება და ხელისუფლებაში ივანიშვილოს ბარტყების ნასახი არ იქნება! ეს იქნება ივანიშვილის წასვლა, სისტემის შეცვლა, დემოკრატიის დამყარება და ხალხის ძალაუფლების გამარჯვება ბოროტებაზე და ეს აუცილებლად მოხდება. ამ დღეებში ჩვენ გავიგებთ ახალ განცხადებებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ივანიშვილს რეალურად მიადგა ფინანსური სანქციების საფრთხე, რის გამოც გამალებით აფორმებს ჩვენს მიტაცებულ ქონებას ოფშორებში ახლობლებზე და ,,ქართუ ჯგუფზე”. მნიშვნელობა არ აქვს ვის სახელზე გადაფორმდება. ის აუცილებლად დაუბრუნდება ქართველ ხალხს. ბიძინა ივანიშვილის უფასო ფული დაგვირგვინდა იმით, რომ გააუფასურა სახელმწიფო, პოლიტიკური ინსტიტუტები, ცხოვრება, ეკონომიკა, ეროვნული ვალუტა და ქართველი ერის გაუფასურების მცდელობებს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება და ამას ვერ გადაარჩენს ვერანაირი ჩამალვა, პარტიის თავმჯდომარეობდან გადაგომა, ქონების გადაფორმება. მისი პასუხისმგებლობის პუნქტები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ ჯობია გამოვიდეს და თავისი პირით გამოაცხადოს არჩევნების თარიღი. ის ვეღარასოდეს ვეღარავის ვეღარ მოატყუებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close