საზოგადოება

კომპანია GWP-ს რომ პიარი გაუკეთოს, ეკა ბერიძეს თვეში 25 300 ლარს უხდიან!

 

  • ,,ალია” ბოლო დღეებია გამუდმებით აშუქებს თბილისში უწყლობის პრობლემებს და 90-იანების შემდეგ წყალზე ამხელა ვიშვიში ალბათ არ ყოფილა. ამ საშინელ სიცხეში, ჯანდაცვაც კი კატეგორიულ რეკომენდაციებს გასცემს, რომ წყალი უნდა ვსვათ ხშირად და გრილი შხაპი მივიღოთ. სამაგიეროდ ადამიანების ჯანმრთელობა სულ ერთ ადგილას ჰკიდიათ GWS-ში, ,,ალია” წერდა, რომ თბილისში არის უბანი, სადაც ერთი თვეა წყალი არ აქვთ!!!

    სოციალურ ქსელში რომ შეხვიდეთ, ნახევარი თბილისი GWS-ს აგინებს – წყალი გამოუშვით! ნუ ამოგვწყვიტეთ! ანტისანიტარია გვჭამს! გამოუშვით ფარჩაკებო! ავყროლდით! და ა. შ. ამ ადამიანების უმრავლესობა ეკა ბერიძეს, როგორც კომპანიის პიარის უფროსს, მიმართავს. მაგრამ არც არაფერი იცვლება და სულ ტყუილად ჰგონიათ, მაინც ყოფილი ჟურნალისტია და იქნებ სადმე სინდისის ძაფი შერჩა და აუტოკდესო… ისე, GWS-ს წინ კიდევ ერთი სკანდალი ელის, გრაფიკითა და უწყლობით გაწამებული ხალხი სრულიად სამართლიანად, არ აპირებს ქვითრით მოსული, სულადობის მიხედვით დარიცხული გადასახადის გადახდას. მოკლედ, სანამ ახალი სკანდალი აგორდება და ნახევარი თბილისი დაუბანელი დადის, ამასობაში ეკა ბერიძეს თვეში 25 300 ლარი აქვს ხელფასი, რაც წელიწადში 300 ათასზე მეტია!

  •  

    ,,ბათუმელებმა” ეკა ბერიძის და მისი ქმრის, კახა ბექაურის შემოსავლები გამოაქვეყნა. მათი თვიური ხელფასი 44 799 ლარია.

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის [GNCC] თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, გასული 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, 233 988 ლარი მიუღია, რაც თვეში 19 499 ლარია. ამის შესახებ კახა ბექაური თავის ქონებრივ დეკლარაციაში წერს.

    კახა ბექაურმა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 5 მაისს შეავსო. დეკლარაციის შევსებამდე სამი დღით ადრე, ანუ 2017 წლის 2 მაისს კახა ბექაური ამავე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი, როგორც თავმჯდომარის შემოსავალი წელს კიდევ უფრო გაიზარდა.

    კახა ბექაურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვითვე, შარშან გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონია მის მეუღლეს, ეკა ბერიძეს. ყოფილი ჟურნალისტი, ეკა ბერიძე წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ [GWP] პიარს ხელმძღვანელობს. მანამდე ის ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ ერთ-ერთი პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო. ეკა ბერიძეს 2016 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 303 575 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში 25 300 ლარია.

    კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი 2014 წლიდან არის. 2012 წელს კი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანიას „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა.

    კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, კომისიის თავმჯდომარეს კი – სამი წლის ვადით თავად კომისია ირჩევს. კომისიის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.

    რაც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – ამ კომპანიის კრედიტორები სახელმწიფო სტრუქტურები არიან, კომპანიის მესაკუთრე კი არის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზი“.

  • წყარო

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close