სიღნაღის ამბები

,,აი, როგორ მუშაობს სიღნაღის საკრებულო… _ ეს ,,ჯოგი” გამოსარეკია დაუყოვნებლად”

ნინო გოგოლაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე სიღნაღის საკრებულოს მიერ მისთვის გადაცემული დოკუმენტები გამოაქვეყნა. კომენტარად კი დაურთო:,, სიღნაღის მუნიციპალიტეტი
2017 წლის ნოემბრიდან დღემდე რა უკეთებია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს.
ეს სამარცხვინო სურათი რაზე მიუთითებს, თავად განსაჯეთ”.

EURONEWS.GE ნინოს დაუკავშირდა და ფაქტების დაკონკრეტება სთხოვა.

ნინო გოგოლაშვილი:

_ 25 სექტემბერს მივმართე სიღნაღის საკრებულოს, რადგან გვინდოდა, რომ  საკრებულოს მუშაობის ეფექტურობის შეფასება მოგვეხდინა. მივიღეთ მათი დოკუმენტალური პასუხი, რომელმაც გაგვაოგნა. მას მერე ვფიქრობთ, სიღნაღში,  ასე ერთნაირად რამ დააჩლუნგა ოპიზიცია და მმართველი გუნდი? მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვარ თვითმმართველობის აქტიური მონიტორინგის რეჟიმში, მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ სურათს თუ მივიღებდი. გამოდის, რომ საკრებულოს ამ ორი გადაწყვტილების გარდა, სხვა არაფერი გაუკეთებია ხალხისთვის. თუმცა ისიც საკითხავია, ეს გადაწყვეტილებები რამდენად სასიკეთოდ მუშაობს რიგითი მოქალაქეებისთვის.

ცხადია, ბევრი კითხვა გაჩნდა სიღნაღის საკრებულოსა და მისი წევრების მიმართ. ჩვენ ამ კითხვებს აუცილებლად, საჭირო დროს დავსვამთ, მანამდე კი მინდა მივმართო რიგით მოქალაქეებს, გამოფხიზლდნენ, დაფიქრდნენ, ვის ირჩევენ? ვის ანდობენ თავიან სოფლებისა და ქალაქების ბედს…

ფაქტია, სიღნაღის მუნიციპალიტეტი არ მუშაობს. ჩვენ რომ თავმოყვარე მოქალაქეები ვიყოთ, ეს ,,ჯოგი” გამოსარეკია დაუყოვნებლად. ამ უსაქმურებს ათასობით ლარს ვუხდით ხელფასის სახით ჩვენი ჯიბეებიდან და საკრებულოს თავჯდომარე, ეს უსაქმურთა “ბრიგადის შეფი”, საარჩევნო პლაკატის ჩამოხევისთვის დასდევს მოქალაქეებს.  ურჩევნია, იმ საქმეს მიხედოს, რომელიც ხალხმა ჩააბარა…

.

Related Articles

Back to top button
Close