მსოფლიო
რუსეთის დუმაში ნაღმს ეძებენ

მოსკოველი სამართალდამცავები ანონიმური შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო სათათბიროს შენობაში ნაღმს ეძებენ.
„დუმის შენობის შემოწმება ადამიანების ევაკუაციის გარეშე მიმდინარეობს“, – აცხადებენ რუსეთის საგანგებო სამსახურში.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ადგილზე უკვე მივიდნენ პოლიციელები და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები.