საზოგადოება

კარგი ამბავი თურქეთელი ქართველების ცხოვრებიდან

როზეტა გუჯეჯიანი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეთნოლოგიისა და ისტორიული ეთნოლოგიის სპეციალისტი:

_ კარგი ამბავი თურქეთელი ქართველების ცხოვრებიდან: შავი ზღვისპირეთში, გირესუნის ბულანჯაქის რაიონის ათი ქართული სოფლის მოსახლეობას გაუჩნდა სურვილი სამწიგნობრო ქართულის შესწავლისა. განათლების სამინისტრომ შეასრულა მათი მოთხოვნა და დააფინანსა სწავლება. მასწავლებელი ეთნიკური თურქია, ჩვენი უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტდამთავრებულია. გაკვეთილები კვირაში რამდენიმეჯერ ტარდება. როგორც კი ეს სასიხარულო ამბავი გიორგისათვის ცნობილი გახდა, ჩამოვედით, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შემოწირულობა ჩამოვიტანეთ, დედაენები, ქართულ-თურქული ლექსიკონები და სამუშაო რევულები ჩამოვუტანეთ. გავიცანით მასწავლებელი და რამდენიმე მოწაფე. წარმატება ვუსურვოთ ბულანჯაქელ ქართველებს. ქართველთა ეს ჯგუფი აქ მუჰაჯირობის დროს გადმოსახლებულა, ძირითადად ქედიდან და შუახევიდან არიან. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close