საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილს ბრიუსელში საპატიო ჯილდო გადასცეს (ფოტო კოლაჟი)

დღეს, ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) პლენარულ სესიაზე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის პრინციპების, ადვოკატის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. ევროპის ადვოკატათა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) მმართველმა კომიტეტმა ერთხმად 32 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებების კომიტეტის რეკომენდაცია და CCBE-ის 2017 წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდოს მფლობელად ოფიციალურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაამტკიცა. ეს ზაზა ხატიაშვილის და საქართველოს ადვოკატთა კორუსის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

.

.

.

.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან დაკავშირებით ვრცელ ვიდეო და ფოტო მასალას ექსკლუზიურად, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close