მსოფლიო

სირიაში სიტუაცია გახურდა_ საარტილერიო ბრძოლები გადაიზრდება თუ არა პირდაპირ შეტაკებებში?

ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი:

_ გახურდა სიტუაცია სირიაში – ამ წუთებში თურქეთმა დაიწყო მასირებული საარტილერიო შეტევა სირიის სამთავრობო ძალებზე იდლიბის პროვინციაში, რასაც აქამდე თავს არიდებდნენ.
პარალელურად, დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქ. ლატაკიასთან მდებარე რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. რუსები აცხადებენ, რომ ეს შეტევა მოიგერიეს.
საპასუხოდ, ასადის რეჟიმის ძალები ბომბავენ იმ თურქულ სამხედრო ბაზებს, რომლებიც სირიის სამთავრობო ძალების წინსვლის შედეგად ალყაში მოექცნენ ბოლო პერიოდში.
მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ახლა მთავარი კითხვაა, ეს საარტილერიო ბრძოლები გადაიზრდება თუ არა პირდაპირ შეტაკებებში.

Related Articles

Back to top button
Close