სამართალი და კრიმინალი

ტრისტან წითელაშვილის სახლი გაძარცვეს

,,ჟურნალისტების საყურადღებოდ!!!
ესესაა დამირეკა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა და მაცნობა, რომ ისანში, დოესის ქუჩა N-63 -ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინა გაუცარცვავთ და ამ წუთებში იქ პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
თურმე, ბინაში ფანჯრიდან გადასულმა “მძარცველებმა” ხელი არ ახლეს ნივთებსა და საოჯახო ფასეულობებს, არც მცირე თანხას – ორასიოდე ლარს, რომელიც სამუშაო მაგიდის უჯრაში თვალსაჩინოდ იდო, სამაგიეროდ გაიტაცეს ლეპტოპი და კომპიუტერი, რომელშიც სამხედრო სამოქალაქო აქტივისტი მნიშვნელოვან მამხილებელ ინფორმაციებს ინახავდა.
ჩემთან საუბარში ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ მის სახლში მომხდარ კრიმინალს პოლიტიკური სარჩული აქვს.
ტრისტან წითელაშვილი ის ადამიანია, რომელიც ამხელს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით, შარშან, იტალიელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს ცნობილი სატელევიზიო ფილმი, რომელშიც ქართველი “ბოევიკები” იძლევიან ჩვენებას, რომ 2014 წლის თებერვლის მისწურულს მათ კიევის ცენტრში, მაიდანზე ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ შეკრებილ საზოგადოებას და უკრაინელ ძალოვნებს ცეცხლი სააკაშვილის და უკრაინელი კონკრეტული მაღალჩინოსნების ბრძანების თანახმად გაუხსნეს!” _ წერს ჟურნალისტი ზაზა დავითაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close