პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი და დილარ ხაბულიანი სააკაშვილის პარტიას შეუერთდნენ

კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2016 წელს პარლამენტში “ქართული ოცნების” სახელით მოხვდა, ახლა ოპოზიციურ კოალიციას “ძალა ერთობაშია” უერთდება. მხარეებმა ხელი მემორანდუმს უკვე მოაწერეს.

“ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით კოალიციას. ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია გარანტი იქნება, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

კახა ოქრიაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, ვინც საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩააგდო. ამ პროექტს მხარს უჭერდნენ კოალიციის “ძალა ერთობაშია” ის წევრები, რომლებიც პარლამენტში მუშაობენ.

ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. მათ შორის, 2012 წელს ის კენჭს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრიდა, “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ კი მათ შეუერთდა. “ქართული ოცნებასთან” უთანხმოება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდა, რის შემდეგაც ის მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაასახელეს. ამის შემდეგ ოქრიაშვილმა პარტია “პროგრესი და თავისუფლება” დააფუძნა.

წყარო: radiotavisupleba.geოქრიაშვილი

Related Articles

Back to top button
Close