საზოგადოება

,,დავრჩეთ სახლებში და გადავარჩინოთ სხვისი სიცოცხლე!”

ნინო ლომჯარია, ომბუდსმენი:

_ მეგობრებო, ძვირფასო მოქალაქეებო! მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მოქალაქეთა შორის უშუალო კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა არის დღესდღეობით ერთადერთი გამოსავალი, დავიცვათ ჩვენი და სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ, სახლში დარჩენა, ადამიანებთან კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვა დღეს არის უდიდესი ჰუმანური აქტი, რაც გადაარჩენს ასობით , ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას! თუ აუცილებლობა არ გაქვთ, იყავით იზოლირებულები! წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს მაინც მოუწევს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით , კომენდანტის საათის დაწესებით და იძულების სხვა გზებით იგივეს გაკეთება. თუმცა, შეიძლება ბევრისთვის გვიანი იყოს. ამიტომ, გთხოვთ, ყველამ გამოიჩინოთ მაღალი ადამიანური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დავრჩეთ სახლებში და გადავარჩინოთ სხვისი სიცოცხლე!

Related Articles

Back to top button
Close