სამართალი და კრიმინალი

დაკავებულ ჟურნალიტს, ზაზა სვანაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება

გუშინ, აეროპორტში დაკავებულ ჟურნალისტს, ზაზა სვანაძეს ოჯახის წევრები და კოლეგები ორი დღე ეძებდნენ. ადვოკატის მეშვეობით გაირკვა, რომ დაკავების შემდეგ, ჟურნალისტი საგარეჯოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში ჰყავდათ გადაყვანილი. სასამართლო პროცესი დღეს, ადვოკატის გარეშე დაიწყო. ჟურნალისტების ობიექტური მოთხოვნის შემდეგ, არ დაწყებულიყო სასამართლო პროცესი ადვოკატის გარეშე, პროცესი ერთი საათით გადაიდო. როგორც შევიტყეთ, ჟურნალისტს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. როდის და ვის მიერ მიადგა მას დაზიანებები, ამ ეტაპზე, ჩვენთავის უცნობია.

ჟურნალისტი ზაზა სვანაძის სასამართლო პროცესი ნახევარ საათში განახლდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მეოთხე დარბაზში. ჟურნალისტებს ვთხოვთ, დაესწრონ მათი კოლეგის სასამართლო პროცესს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ზაზა სვანაძე პოლიციამ გუშინ, 23 აგვისტოს, აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავა. მან გერმანიის კანცლერის მანქანასთან ხმამაღლა გააპროტესტა საქართველოში დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებასთან არსებული პრობლემები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close